ბარსას ოფიციალური განცხადება დემბელესა და გრიზმანის ვიდეოზე

ბარსას ოფიციალური განცხადება დემბელესა და გრიზმანის ვიდეოზე

"ბარსელონამ" გუნდის ფრანგი ფეხბურთელების, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანის ვიდეოსთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია კადრები იმისა, თუ როგორ მოიხსენიებენ უპატივცემოულოდ დემბელე და გრიზმანი სასტუმროს იაპონელ თანამშრომლებს სასაუბრო ენისა და სახის ვიზუალის გამო.

წარმოგიდგენთ "ბარსელონას" განცხადებას დემბელესა და გრიზმანის ვიდეოზე: 

"ბარსელონა" ღრმა სინანულს გამოთქვამს ჩვენი კლუბის იაპონელ და აზიელ გულშემატკივრებსა და პარტნიორებს შორის გამოწვეული უკმაყოფილების გამო, რაც გამოიწვია რამდენიმე დღის წინ სოციალურ მედიაში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც პირველი გუნდის ორმა ფეხბურთლემა (უსმან დემბელე და ანტუან გრიზმანი) უპატივცემულო დამოკიდებულება გამოავლინა სასტუმროს რამდენიმე თანამშრომლის მიმართ, სადაც ისინი იმყოფებოდნენ.

ასეთი დამოკიდებულება არანაირად არ ემთხვევა იმ ღირებულებებს, რომლებსაც "ბარსელონა" წარმოადგენს და იცავს.

კლუბისა და მისი პარტნიორი კომპანიების ღირებულებები უნდა იყოს ის, რასაც "ბარსელონა" იცავს. ასეთი შეხედულებაა ორგანიზაციის ყველა დონეზე - დირექტორთა საბჭოდან დაწყებული კლუბის სხვადასხვა სპორტული გუნდის მოთამაშეებით დამთავრებული.

კლუბი რასობრივ, დისკრიმინაციულ და მრავალფეროვან საკითხებზე სწავლების გაუმჯობესების მომხრეა. "ბარსელონაში" რასიზმსა და დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს.

"ბარსელონას" სურს, საჯაროდ ბოდიში მოუხადოს კლუბის ყველა გულშემატკივარსა და პარტნიორს, რომლებიც თავს უკმაყოფილოდ გრძნობენ 2019 წლის ზაფხულში მომხდარი მოვლენის გამო, იმ პერიოდის მოვლენისა, როდესაც წინამორბედი დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი გუნდის პასუხისმგებლობები ახლანდელ გუნდს დაეკისრა. დირექტორთა საბჭო, რომელიც კლუბს დღეს მართავს, დარწმუნებულია, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება.

ფეხბურთელებმა უკვე გამოხატეს სინანული და ბოდიში მოუხადეს იაპონელ ფანებსა და პარტნიორებს, რასაც კლუბი აფასებს. მიუხედავად ამისა, "ბარსელონა" იტოვებს უფლებას, მიიღოს შიდა ზომები, რასაც საჭიროდ ჩათვლის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #8 8 ივლისი 2021 02:24
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანი რა შუაშია მაინც ვერ გავიგე

    არაფერ შუაშია,
    დემბელეს #ლეობის გამო შარში გაეხვა უბრალოდ ესაც.
    აქ ზოგი წერს რას იცინოდა გამოეგლიჯა კამერაო.მაგრამ ჩვენთან მიღებულია ასე მოქცევა და იქ არაა ასე მიღებული ))
    გულშემატკივარი [?]
    #7 8 ივლისი 2021 01:44
    1
    ციტატა: M10 S9 D11
    გრიზმანი რა შუაშია მაინც ვერ გავიგე

    Ra shuashia da tavs ro uqnevs d aucinis eg axvariii unda etva im bozisgagdebulistvis mokete da nu igebo, mara qatmebi arian
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 7 ივლისი 2021 21:57
    0
    ვინ გადაიღო ეს და ვინ გაავრცელა, იცის ვინმემ?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ივლისი 2021 21:29
    0
    გრიზმანი რა შუაშია მაინც ვერ გავიგე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    წევრი [?]
    #4 7 ივლისი 2021 20:49
    2
    ვარაუდობენ, რომ მბაპეს ნაჩათლახარია ეს კადრების გავცელება 2 წლის მერე. + გრიზმანი რა შუაშია, დემბელეზე იცინოდა :დ და დემბელემ სხვას როგორ უნდა მიაყენოს შეურაწყოფა, დემბელეა ტიპი.
    ფანი [?]
    #3 7 ივლისი 2021 20:40
    2
    ესე მაინც მოიშორონ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #2 7 ივლისი 2021 20:39
    5
    აჰა, ხელფასების შესამცირებლად და დემბელეს იოლად გასაყიდად შეიმზადა ფონი ლაპორტამ smiley
    ფანი [?]
    #1 7 ივლისი 2021 20:17
    3
    ლაპორტა რა მიწუწულია🙃2019 წელი და იმდროინდელი ხელმძღვანელობა.
    მგონი გრიზმანს და დემბელეს ფინთათ აქვთ საქმე😁