რაფა მარკესთან მოლაპარაკებები ჩაიშალა - მექსიკელი ლეგენდა ბარსაში არ დაბრუნდება

"ბარსელონას" მექსიკელი ლეგენდა რაფაელ მარკესი კატალონიურ კლუბში არ დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
დაახლოებით 2 თვის წინ გავრცელდა ცნობები, რომელთა თანახმადაც, მარკესი მომდევნო სეზონში "ბარსას" სკოლის აკადემიის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდს, "ჟუვენილ A-ს" ჩაიბარებდა. "ბლაუგრანა" მექსიკელთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა, Sport-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები ჩაიშალა.
კატალონიური წყაროს ცნობით, "ჟუვენილ A-ს" მთავარი მწვრთნელი "ჟუვენილ B-ს" ამჟამინდელი დამრიგებელი ოსკარ ლოპესი გახდება.
ივარაუდება, რომ ლოპესის დაწინაურებას "ლა მასიას" სამწვრთნელო შტაბში უფრო მეტი ცვლილებები მოჰყვება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]