ლეო მესის პელეს რეკორდამდე მხოლოდ 1 გოლი აშორებს

ლეო მესის პელეს რეკორდამდე მხოლოდ 1 გოლი აშორებს

კატალონიის "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერის, ლიონელ მესის ანგარიშზე სანაკრებო დონეზე უკვე 76 გოლია.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ლეოს ლეგენდარული პელეს რეკორდის გამეორებამდე მხოლოდ ერთი გოლი აშორებს.

საქმე სამხრეთ ამერიკული ქვეყნის რიგებში გატანილ ბურთებს ეხება - თავის დროზე, პელემ ბრაზილიის ნაკრების მაისურით მეტოქეთა კარის ბადე 77-ჯერ შეარხია, შესაბამისად, "ლა პულგა" ერთი გოლის გატანის შემთხვევაში მას გაუთანაბრდება, შემდეგი ბურთი კი სარეკორდო იქნება.

34 წლის ვარსკვლავს ამის შანსი ხვალ, გამთენიისას, კოლუმბიის ნაკრებთან კოპა ამერიკის ნახევარფინალურ დაპირისპირებაში მიეცემა. მატჩი სტარტს თბილისის დროით 05:00 საათზე აიღებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 7 ივლისი 2021 00:14
    0
    მიდი ლომოოლ მიდიიი უნდა მიდუბლოო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 6 ივლისი 2021 22:54
    1
    მიდი ლეო...წელს კოპა შენია....
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    Culé [?]
    #1 6 ივლისი 2021 21:09
    4
    რა ცუდ დროს არის ხოლმე თამაშები barca-6
    ბრაზილიისა არის ადრე და ლეოს გამო მიწევს ღამეების თენება
    პირიქით რომ ყოფილიყო, რა დაშავდებოდა?!