მომავალი სეზონიდან ალეხანდრო ბალდე ჟორდი ალბას დუბლიორი იქნება | MD

მომავალი სეზონიდან ალეხანდრო ბალდე ჟორდი ალბას დუბლიორი იქნება | MD

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან კატალონიის "ბარსელონა" სარეზერვო გუნდიდან მარცხენა მცველ ალეხანდრო ბალდეს დააწინაურებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, 17 წლის ფეხბურთელი ჟორდი ალბას დუბლიორი იქნება, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რონალდ კუმანი გამოცდილ მოთამაშეებს დაეყრდნობა, შესაძლოა, მან ხსენებულ პოზიციაზე სერჟი რობერტო ან სერჟინიო დესტი გამოიყენოს.

ამასთანავე, როგორც კატალონიური გამოცემა იუწყება, "ლურჯ-ბროწეულისფერებმა", ფინანსური პრობლემების გამო, "ვალენსიას" მარცხენა ფლანგელის, ხოსე გაიას შეძენაზე უარი თქვეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    გულშემატკივარი [?]
    #7 6 ივლისი 2021 20:27
    2
    ძალიანაც სწორია, არაა ეხლა დიდი ფულის ხარჯვის დრო, ახალგაზრდებს მისცენ შანსი და არც ალბაა სასწრაფოდ ჩასანაცვლებელი. ცენტრში მოიყვანონ ვინმე კარგი მაგას ეგ ჯობია და ვინც გასაშვებია დროზე გაუშვან რომ ფული გამოთავისუფლდეს.
    ფანი [?]
    #6 6 ივლისი 2021 20:23
    0
    ციტატა: La Pulga10
    Joakim Brodén,
    დადებაზე არაფერი მითქვამს კაცო უნდა დაიდოს საიტზე აბა.ნერვების მომშლელია უბრალოდ და მარკასნაირმა ბანძობებმა ჯერ კარგად,რომ გამოარკვიონ და მერე გაავრცელონ ხო შეიძლება.

    ჭორი რო არაფერი ვრცელდება, მარკა თვითონ იგონებს
    გამორკვევაზე და სიმართლის დაწერაზე ვინ იწუხებს თავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 ივლისი 2021 20:21
    0
    გაია მოსაყვანია ყველა ვარიანტში ან გრიმალდო ბალდე მერე დააწინაურონ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #4 6 ივლისი 2021 20:10
    0
    Joakim Brodén,
    დადებაზე არაფერი მითქვამს კაცო უნდა დაიდოს საიტზე აბა.ნერვების მომშლელია უბრალოდ და მარკასნაირმა ბანძობებმა ჯერ კარგად,რომ გამოარკვიონ და მერე გაავრცელონ ხო შეიძლება.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #3 6 ივლისი 2021 19:58
    1
    ციტატა: La Pulga10
    მოკლედ ფანჯრის დახურვამდე,რომ აღარ გავრცელდეს ესეთი ნიუსები არ შეიძლება?არავინ იცი რა ხდება და როგორ.ამდენი ურთიერთგანსხვავებული ნიუსები კიდევ უკვებ გამაღიზიანებელია.გაიაო მერე არაო,რობერტო წასულიაო მერე არაო და ა.შ.

    მერე დაიწყებთ ნიუსები რატო არ იდებააო, სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში 95% ჭორები რო იწერება ხო იცით ისედაც
    ფანი [?]
    #2 6 ივლისი 2021 19:52
    0
    მოკლედ ფანჯრის დახურვამდე,რომ აღარ გავრცელდეს ესეთი ნიუსები არ შეიძლება?არავინ იცი რა ხდება და როგორ.ამდენი ურთიერთგანსხვავებული ნიუსები კიდევ უკვებ გამაღიზიანებელია.გაიაო მერე არაო,რობერტო წასულიაო მერე არაო და ა.შ.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 6 ივლისი 2021 19:35
    0
    გაია მოიყვანონ კაცო. ბალდე მერე დააწინაურონ ალბა რო წავა