რიკი პუჩის ინტერვიუ MD-სთან

რიკი პუჩის ინტერვიუ MD-სთან

კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი, რიკი პუჩი Mundo Deportivo-სთან ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე საუბრობს:

კიკე სეტიენი, რონალდ კუმანი თუ პეპ გვარდიოლა?  ვფიქრობ, ფეხბურთის მისეული ხედვისა და იმის გამო, თუ როგორ მეპყრობოდა, - სეტიენი. ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო - კიკე დამეხმარა და ძალიან ბევრი რამ მასწავლა.
რომელ კლუბში გადავიდოდი, თუ "ბარსას" დატოვებდა მომიწევდა? "მანჩესტერ სიტი", რადგან მათ კარგი სტილი აქვთ და ჰყავთ მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთი ჩემსავით ესმის.
პედრიმ გასულ სეზონში გამაოცა - ამ ასაკში მან ძალიან ბევრი ითამაშა და მოედანზე შესანიშნავად გამოიყურებოდა. გონსალესმა თავისი კვალიფიკაცია ყველას აჩვენა. დარწმუნებული ვარ, იგი კლუბს ბევრ სარგებელს მოუტანს.
"ბლაუგრანას" მაისურით პირველი გოლის გატანა ოცნების ახდენა იყო. ჯერ "კამპ ნოუზე" თავი არ გამომიჩენია, მაგრამ მსოფლიოს საუკეთესო გუნდისთვის მეტოქის კარის ბადე უკვე შევარხიე. ამ დღეს მსოფლიოში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი.
გამომიძახებს თუ არა ლუის ენრიკე მსოფლიო ჩემპიონატისთვის? იმედი მაქვს, განაცხადში ვიქნები. ნაკრებში თამაში ყველა მოთამაშის ოცნებაა. ესპანეთთან ერთად ტიტულების მოგება ძალიან მინდა, მსოფლიო ჩემპიონობა კი უდიდესი სიხარული იქნება.
ძალიან ამბიციური ვარ და ის წუთები არ მაკმაყოფილებს, რომელიც 2020/21 წლების სეზონში მომეცა. მსურს, ბევრი მატჩი ჩავატარო, გოლები გავიტანო და ტიტულები მოვიგო, რათა კარგ ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე და მთელმა მსოფლიომ გამიცნოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 6 ივლისი 2021 23:34
    1
    მანჩესტერ სიტი, რადგან მათ კარგი სტილი აქვთ და ჰყავთ მწვრთნელი, რომელსაც ფეხბურთი ჩემსავით ესმის.

    ეს მომეწონა. მთლა შენსავით არ ესმის სიტის მწვრთნელს, მაგრამ ახლოსაა.😉
    ფანი [?]
    #6 6 ივლისი 2021 22:29
    1
    სეტიენს ირჩევს და თან სიტიში უნდა პეპის გამო..
    laughing თურმე გვარდიოლას ესმის ფეხბურთი მისნაირად, და არა პირიქით! წადი შვილო ცოტა ჭამას მოუმატე რომ ძალა მაინც მოგემატოს!!!
    ფანი [?]
    #5 6 ივლისი 2021 21:51
    1
    თურმე რატო არ ათამაშებს კუმანი..😁😁 რა სეტიენი ამას ხოარ აჟრიალებს…
    Culé [?]
    #4 6 ივლისი 2021 19:25
    1
    1) პეპი კუმანი თუ სეტიენი: სეტიენი😀
    2) მან სიტი,რადგან მათ ყავთ მწვრთნელი რომელსაც ფეხბურთი ჩემსავით ესმის😀
    აღარ გავაგრძელებ .....))))
    --------------------
    მარცხი გარდაუვალია,ეს როდისმე აუცილებლად მოხდება,უბრალოდ ეს უნდა იყოს ღირსეული...
    წევრი [?]
    #3 6 ივლისი 2021 19:01
    0
    sandro89,
    რატო ვითომ? წინა წელს რა მაგრად ითამაშა არ გახსოვს? ან წელს როცა შემოდიოდა მოედანზე სილაღე ეტყობოდა გუნდს
    Culé [?]
    #2 6 ივლისი 2021 17:49
    2
    ინვალიდ მორიბას მაინც ჯობია, კუმანის ამოჩემებულია და მეტი არაფერი
    ფანი [?]
    #1 6 ივლისი 2021 17:07
    0
    მარტო ლაპარაკით ვერაფერს გახდები და შენი მაგარი თამაშის მეჭვება