ბარსელონა სახელფასო ფონდს 187 მილიონით შეამცირებს

ბარსელონა სახელფასო ფონდს 187 მილიონით შეამცირებს

RAC1-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" სახელფასო ფონდის მნიშვნელოვნად შემცირება მოუწევს, რათა კლუბმა 2021/22 წლების სეზონისთვის ლიონელ მესისა და ამ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელების დარეგისტრირება შეძლოს.

წყაროს ცნობით, ახალი სეზონისთვის "ბარსელონას" სახელფასო ზღვარი 160 მილიონი ევროთი განისაზღვრა. გასულ სეზონში "ბლაუგრანა" ანაზღაურებებში 347 მილიონს ხარჯავდა, რაც იმას ნიშნავს, კატალონიურმა კლუბმა სახელფასო ფონდი 187 მილიონით უნდა შეამციროს.

იმავე წყაროს ინფორმაციით, სახელფასო ფონდის შემცირება, პირველ რიგში, აუცილებელია იმისათვის, რომ "ბარსამ" ამჟამად თავისუფალი აგენტი ლიონელ მესი და 4 ახალწვეული - სერხიო აგუერო, ერიკ გარსია, მემფის დეპაი და ემერსონი მომდევნო სეზონისთვის დაარეგისტრიროს.

RAC1 იტყობინება, რომ "ბარსას" სახელფასო ლიმიტის ასეთი მკვეთრი ცვლილება გასულ სეზონში კლუბის 350-მილიონიანმა ზარალმა გამოიწვია.

სახელფასო ფონდის შემცირების ვალდებულებასთან დაკავშრებით "ბარსელონა" იმედოვნებს, რომ ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, სერჟი რობერტო და ჟერარ პიკე ხელფასების შემცირებას დათანხმდებიან. რაც შეეხებათ სამუელ უმტიტის, მირალემ პიანიჩს, ფილიპე კოუტინიოს, ნეტუს, მარტინ ბრეითუეიტს, ჟუნიორ ფირპოს, კლემან ლანგლეს, უსმან დემბელესა და ანტუან გრიზმანს, სავსებით შესაძლებელია, რომ "ბლაუგრანა" ყველა მათგანმა დატოვოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #7 6 ივლისი 2021 00:57
    0
    და მარტო მესი რჩება? მთელი გუნდი თუ უნდა გაუშვას ლაპორტამ, მაგას ბართომეუც იზამდა, მესიანად გაუშვებდა და მორჩებოდა ყველაფერი. როგორ ვერ ყიდიან კოუს და პიანიჩს ვერ ვხვდები, ჩაატაროს საერთო ვახშამი და მეგობრულ ატმოსფეროში აუხსნას ყველას ყველაფერი, მთელმა გუნდმა უნდა შეიმციროს, დროებით გაინახევროოს სანამ ჭერი ისევ აიწევს და მერე მოუმატონ ნელ ნელა. ნახევარ გუნდზე მეტი რო გაუშვა (კია ყველა გასაყრელი) რესურსი არ გვინდა?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 6 ივლისი 2021 00:06
    0
    ციტატა: Griezzy7
    ესენი უნდა გაუშვან
    1.ნეტო
    2.ფირპო
    3.უმტიტი
    4.ლენგლე
    5.რობერტო
    6.პიანიჩი
    7.კოუტინიო
    8.ბრეიტვეიტი
    9.დემბელე

    ამათმა ხელფასი უნდა შეიმცირონ
    1.ალბა
    2.პიკე
    3.ბუსკეცი
    4.გრიზმანი
    5.შტეგენს თუ ბევრიაქ ეგეც დათანხმდება შემცირებაზე.

    ზუსტად ეგრეა, ასეთი ნაბიჯი გუნდს ამოასუნთებს და ახალგაზრდებსაც მეტი შანსი მიეცემათ
    ლენგლე,უმთითი და რობერტო რომ წავლენ, ეგ შექმბნის ატმოსფეროს, რომ 0:4-2:8 შერცხვენები ასე არ შეიძლება გაუტარო
    და პიკეც უნდა გადასვა სკამზე მაგის გამო
    პიკეს ის კონტრაქტი უნდა გაუფორმო, მესიზე რომ ბოდიალობდნენ 2 წელი+ინტერ მაიამიში 3 წელი, ოღონდ 1+3
    გაისად, აგვისტოში ან ცოტა ადრე, მუნდიალის მერე, გამპერის თასი უნდა ჩაატარო, გაცილების მატჩი უნდა მოუწყო გადაჭედილ კამპ ნოუზე, ცოტა ემოციები, ნიანგის ცრემლები (შეძლებს ლაპორტა მაგას) და ნახ ჰაუზე

    და თუ დემბელე არ წაშავდება, ორივე ფეხი უნდა გადაუმტვრიო 4 ადგილას და დააგდო საგრადა ფამილიას წინ (ბევრი ხალხი მოძრაობს და ვიმე სასწრაფოდ გამოიძახებს) rage
    Culé [?]
    #5 5 ივლისი 2021 23:03
    0
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    ძაან უჭირს გუნდს კი კარგია გუნდისთვის 187 მილიონით ხელფასების შემცირება მაგრამ სამოვავლოდ ბარსელონაზე ბევრი იტყვის უარს ვფიქრობ რომ მესი რო წავა ვარსკვლავებით აღარ იქნება გუნდი გადაჭედილი და ყველაზე კარგ შემთხვევაში ატლეტიკოსავით იქნება

    რატომ?
    ჯერ ერთი მაქსიმუმ 2 წელიწადში ლაპორტა ამოქაჩავს გუნდს, მეორე კიდევ, ისედაც ყველა ფეხბურთელი მილიონერია და ძაააალიან ტუგადუმი უნდა იყო ადამიანი, რომ როცა ბარსაში მოხვედრის შესაძლებლობა გაქვს რამდენიმე მილიონს გაეკიდო..
    Culé [?]
    #4 5 ივლისი 2021 21:37
    1
    ძაან უჭირს გუნდს კი კარგია გუნდისთვის 187 მილიონით ხელფასების შემცირება მაგრამ სამოვავლოდ ბარსელონაზე ბევრი იტყვის უარს ვფიქრობ რომ მესი რო წავა ვარსკვლავებით აღარ იქნება გუნდი გადაჭედილი და ყველაზე კარგ შემთხვევაში ატლეტიკოსავით იქნება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 5 ივლისი 2021 21:01
    4
    ერთი დიდი მეეზოვის ცოცხი უნდა, რომ გაყაროს ბალასტი გუნდიდან. დარჩენილი ვინც ხელფასს არ შეიმცირებს იმას ფეხებში ჭინჭრის თაიგული უნდა მოსცხო მანამ, სანამ არ დაიფლითება ეგ თაიგული.
    Culé [?]
    #2 5 ივლისი 2021 20:28
    2
    ციტატა: Moriba
    ფირპო მიდის და ამიტომაც შემცირდა ცოტა სახელფასო ბიუჯეტი პლიუს ტრინკაოც ხო წავიდა იჯარით ნეტუ უმტიტი კოუტინიო ბრეითვეითი წავა პლიუს და ლენგლე და ეგააა

    laughing კიი, როგორ არა, გარბის უკვე ყველა..
    ფანი [?]
    #1 5 ივლისი 2021 19:05
    3
    ფირპო მიდის და ამიტომაც შემცირდა ცოტა სახელფასო ბიუჯეტი პლიუს ტრინკაოც ხო წავიდა იჯარით ნეტუ უმტიტი კოუტინიო ბრეითვეითი წავა პლიუს და ლენგლე და ეგააა