პედრი: დავისვენებ და ოლიმპიადაზე ვითამაშებ

პედრი: დავისვენებ და ოლიმპიადაზე ვითამაშებ

"ბარსელონას" 18 წლის ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, ოლიმპიადაზე გამგზავრების შესახებ კომენტარს აკეთებს.

ბოლო პერიოდში, ესპანური მედია პედრის ესპანეთის ოლიმპიურ ნაკრებში გამოძახების თემას აქტიურად განიხილავდა. "ბარსელონას" არ სურდა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელს, დატვირთული სეზონის შემდეგ, ტოკიოს ოლიმპიადაზეც ეთამაშა, თუმცა ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიური კლუბის თხოვნას უარით უპასუხა.

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ლუის დე ლა ფუენტემ (ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების მწვრთნელი) დამირეკა და მკითხა, ვითამაშებდი თუ არა ოლიმპიადაზე. ჩემთვის, ფეხბურთის თამაში პრობლემას არ წარმოადგენს.

"ბარსელონას" პოზიციის მესმის, მაგრამ კლუბს შევატყობინებ, დასვენებული დავბრუნდები. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დავისვენებ, ძალებს აღვიდგენ და ოლიმპიადაზე ვითამაშებ. სწორი კვებისა და სათანადო დასვენების შემთხვევაში, ენერგია ყველაფრისთვის გექნება.

ამ თემაზე კუმანს ჩემთან არ უსაუბრია. მან მე მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გასვლა მომილოცა, მისი მადლიერი ვარ.

- პედრის სიტყვებს Sport ციტირებს.

ახალგაზრდა ფეხბურთელს ხვალ, ესპანეთთან ერთად, იტალიის ნაკრებთან დაპირისპირება ელის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 5 ივლისი 2021 20:20
    0
    ჰო შვილო. ოლიმპიადის მერე შეიძლება რამე ტურნირი გაიჩითოს და არც ის გამოტოვო. თუ დაილეწები მერე ოლიმპიადა მოგხედავს. სანამ კასტილებს არ ამოიდებ იღლიაში მანამ არ გაჩერდები ვატყობ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 ივლისი 2021 16:14
    1
    ╚►D o p e ◄☼♛,
    ბარსამ თხოვნით მიმართა ესპანეთის ფედერაციას არ გაუშვათო და იმათმა ტრაკი დააყენეთო,აი ეგეთი ვირიშვილები არიან
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #6 5 ივლისი 2021 14:19
    0
    ყველაზე მეტი მანძილი დაფარა ევროზეე ბავშვიი რობოტიააა....))))))))))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 5 ივლისი 2021 14:16
    1
    ციტატა: nikolozi96
    ბიჭო ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენი თავი საქართველოს ნაკრებში თამაშობთ მაგრამ კლუბი არის ვთქვათ აიაქსი,ამ შემთხვევაში აიაქსი ვინ ჩემი ღლეა?? და რატომ არ უნდა ითამაშოთ თქვენი ქვეყნის მაისურით იმიტორო კლუბი ზრუნავს არ დავიტრავმო?? ძაან სისულელეა ბიჭი პროფესიონალია უკვე და 18 წლისაა და მისი გადასაწყვეტია და არა ბარსელონასი ცოტა იაზროვნეთ იბიომატ

    კლუბი უხდის ხელფასს ფეხბურთელს და შესაბამისად,მეტი უფლებაც გააჩნია ნაკრებთან შედარებით.თან აქ ოლიმპიადაზეა საუბარი,რომელიც არარის FIFA’სგან აღიარებული და წესით სრული უფლება გააჩნია ბარსას და ნებისმიერ კლუბს რომ არგაუშვას ფეხბურთელი. ასე რომ შენ იაზროვნე, სანამ პასუხს დაწერ მართლა იბიომატ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 ივლისი 2021 13:46
    0
    მიდით კარგად გამოწურეთ და გამოფიტული დაუბრუნეთ ბარსას მიდით
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #3 5 ივლისი 2021 13:32
    0
    ციტატა: nikolozi96
    ბიჭო ერთი წუთით წარმოიდგინეთ თქვენი თავი საქართველოს ნაკრებში თამაშობთ მაგრამ კლუბი არის ვთქვათ აიაქსი,ამ შემთხვევაში აიაქსი ვინ ჩემი ღლეა?? და რატომ არ უნდა ითამაშოთ თქვენი ქვეყნის მაისურით იმიტორო კლუბი ზრუნავს არ დავიტრავმო?? ძაან სისულელეა ბიჭი პროფესიონალია უკვე და 18 წლისაა და მისი გადასაწყვეტია და არა ბარსელონასი ცოტა იაზროვნეთ იბიომატ

    კლუბი ყიდულობს ფეხბურთელს და ხელფასს უხდის, ასე, რომ კლუბს უფრო მეტი უფლება აქვს
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #2 5 ივლისი 2021 12:19
    1
    თუ დაისვენებს სათანადოდ კარგია პირველივე თამაშებში ფორმაში იქნება :)
    ფანი [?]
    #1 5 ივლისი 2021 12:11
    2
    ციტატა: Griezzy7
    ფრენკი პედრი და პუჩი ძაან მაგარი ტრიო იქნება მაგრამ იმ **ე კაცას მორიბა ურჩევნია :((((

    ამ ბოლოს ლაპორტა მაგრად მიაწვა კუმანს პუჩი უნდა ათამაშოო და იმედია მიცემს უფრო დიდ დროს მომავალ სეზონში თორე ძაან იჩაგრება პუჩი უკვე