ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 ივლისი

ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 5 ივლისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 5 ივლისს მოხდა.

თამაშები

5 ივლისს "ბარსელონამ" 1 ოფიციალური თამაში ჩაატარა, რომელიც კატალონიელებმა მოიგეს.

1927 წელი

"ბარსელონას" ლეგენდამ, პაულინო ალკანტარამ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

1962 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი რობერტ ფერნანდესი. 1986-1990 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 195 თამაში ჩაატარა და 46 გოლი გაიტანა. ფერნანდესმა კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი და 1 თასების მფლობელთა თასი მოიგო.

1983 წელი

63 წლის ასაკში გარდაიცვალა "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელი ენეს ვაისვაილერი.

1984 წელი

"ბარსელონაში" გატარებული 2 წლის შემდეგ დიეგო მარადონა "ნაპოლისთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გაფრინდა.

1993 წელი

დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთელი ლუკა ცინდრიჩი.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.