20 ივლისს ვეტერანთა ელ კლასიკო შედგება

20 ივლისს, "ბარსელონასა" და "რეალის" ვეტერან ფეხბურთელთა მონაწილეობით "ელ კლასიკო" შედგება, ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი წერს.
შეხვედრა ისრაელში, თელ-ავივში გაიმართება. "ბარსას" მხრიდან, მოედანზე რონალდინიოს, რივალდოს, დეკუს, ხავიერ სავიოლას, გილერმო ამორს, რონალდ დე ბურს, სამუელ ოკუნოვოს, ჟონ ანდონი გოიკოეჩეას, მიკელ ნუნუ სოლერს, გაისკა მენდიეტას, ხუან კარლოს როდრიგესსა და ხესუს მარიანო ანგოის ვიხილავთ.
ეს არის პირველი მატჩი, რომელსაც "ბარსას" ლეგენდების გუნდი პანდემიის დაწყების შემდეგ გამართავენ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]