ნიუელს ოლდ ბოისი მესის კონტრაქტის ვადის ამოწურვას გამოეხმაურა

ნიუელს ოლდ ბოისი მესის კონტრაქტის ვადის ამოწურვას გამოეხმაურა

რამდენიმე საათის წინ "ბარსელონასა" და მესის შორის კონტრაქტს ვადა გაუვიდა. ამჟამინდელი მდგომარეობით, არგენტინელი ვარსკვლავი "ბლაუგრანას" ფეხბურთელი აღარაა და იგი თავისუფალი აგენტია.

ამ ფაქტს სოციალურ ქსელ Twitter-ს საშუალებით გამოეხმაურა არგენტინული კლუბი "ნიუელს ოლდ ბოისი", სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბავშვობაში, 1995-2000 წლებში ირიცხებდა: 

გამარჯობა, ლეო, აქ ხარ? არგენტინაში ახლა უკვე 1 ივლისია... (ვინც არ რისკავს, ის ვერ იგებს).

თითქმის გადაწყვეტილია, რომ მესი "ბარსელონასთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ჟოან ლაპორტას განცხადებით, ლეოსთან დაკავშირებით ყველაფერი სწორი მიმართულებით მიდის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 1 ივლისი 2021 20:30
    6
    გამარჯობა არგენტინა, ეს ის მესია, რომლისთვისაც მკურნალობის ფული დაგენანათ.