Athletic | ფირპო ლიდსში გადასვლასთან ახლოსაა

Athletic | ფირპო ლიდსში გადასვლასთან ახლოსაა

ჟუნიორ ფირპოს პრემიერ ლიგაში გადასვლაზე უკვე ძალიან ხშირად იწერება.

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის წინ მისი წასვლის საკითხი ძალიან აქტუალური იყო და როგორც ჩანს, ბრაზილიელი მომდევნო კვირაში ინგლისში სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, "ლიდს იუნაიტედის" წევრი უკვე ოფიციალურად გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული Athletic ავრცელებს.

ფირპო "ბარსამ" 2019 წლის ზაფხულში ბეტისიდან 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა, მოსალოდნელი ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებად კი 15 მილიონი სახელდება. ნელსონ სემედუს "ვულვზში" გადასვლის შემდეგ, ფირპო ბოლო პერიოდში უკვე მეორე "ბლაუგრანელი" იქნება, რომელიც კარიერას პრემიერ ლიგის მეორე ეშელონის გუნდში განაგრძობს. 

ჟუნიორმა გასულ სეზონში მოედანზე ძალიან მცირე დრო გაატარა, მან მონაწილეობა მხოლოდ 18 თამაშში და იქაც ლიმიტირებული დროით მიიღო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 1 ივლისი 2021 17:47
    0
    ბართო ალბათ 1,5 ან 2 მილიონად გაყიდდა.
    ფანი [?]
    #5 1 ივლისი 2021 09:26
    0
    ზედ გამოჭრილი პრემიერ ლიგის პროდუქტია))
    დაჟე სემედოზე მეტად შეიძლება გაამარლოს:)
    Culé [?]
    #4 1 ივლისი 2021 03:34
    1
    18 მილიონი დაუჯდა კლუბს და არა 25
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 1 ივლისი 2021 03:24
    0
    Albicelecte,
    ისე ეგ არაა ცუდი იდეა. როგორც ალაბას შემთხვევაში ქნა ბაიერნმა ისე რო ექნათ ამათაც
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 1 ივლისი 2021 02:14
    5
    ნუ ვიდზე კი გავს ბრაზილიელს ავტორო, მაგრამ ესპანელია, დომინიკური წარმომავლობით, ნაკრებშიც აქვს ნათამაშები
    1.84 სიმაღლის საკმაოდ სწრაფი ცაცია მცველი ხომ არის?! ჭკვიანი მწვრთნელი გადმოწევდა ცენტრში და ლენგლე-უმთითის ააცმევინებდა, მაგრამ ამას ხომ უნდა მოხერხება?!
    Culé [?]
    #1 1 ივლისი 2021 00:46
    0
    კი მოუხდება პრემიერ ლიგა ამას, სირბილი არ ეზარება და ცხენებს კი იყენებენ იქ კარგად😊 ორთაბრძოლებიც არ უჭირს, სავარაუდოდ გაამართლებს ლიდსში.
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"