სერჟი რობერტოსა და ინტერს შორის შეხვედრა შედგა | MD

სერჟი რობერტოსა და ინტერს შორის შეხვედრა შედგა | MD

კატალონიის "ბარსელონას" უნივერსალის, სერჟი რობერტოს მომავალი, ჯერჯერობით, ბუნდოვანია - მის კონტრაქტთან ან გუნდიდან წასვლასთან დაკავშირებით ზუსტი ცნობა არ არსებობს.

ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელს მილანის "ინტერთან" აკავშირებენ - მხარეებს შორის შეხვედრა უკვე შედგა.

იტალიაში თამაშმა, შესაძლოა, ესპანელიც მოხიბლოს, ვინაიდან, აპენინის კუნძულზე გადასახადი უფრო ნაკლებია და ასევე, ეკონომიკური საკითხიც უმჯობესია.

ზემოაღნიშნული წყაროს თანახმად, "ბარსამ" გამოცდილი მოთამაშე ტრანსფერზე დააყენა, თუმცა მისი უფასოდ გაშვება არ სურს. ამასთან, კლუბმა სერჟის 1-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

"ლურჯ-ბროწეულისფერები" მის სანაცვლოდ 20 მილიონი ევროს მიღებას ან რომელიმე ფეხბურთელის ბარტერში ჩართვას იმედოვნებენ, თუმცა ეს პროცესი მარტივი არ იქნება.

როგორც კატალონიური გამოცემა იტყობინება, მორიგი წინადადება 2-წლიანი კონტრაქტია (შემცირებული ხელფასით), მაგრამ ამ დროისთვის დამატებითი დეტალები ცნობილი არაა.

რობერტოს ამჟამინდელი ხელშეკრულება მომავალი წლის 30 ივნისს იწურება.

აღსანიშნავია, რომ TV3 ტრანსფერის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და იუწყება, რომ არც მოთამაშესა და არც მის აგენტებს "ნერაძურისთან" კონტაქტი არ ჰქონიათ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #6 1 ივლისი 2021 00:21
    2
    სერხიზე მასე ნუ ვიტყვით, ის ხომ კულეა, ჩვენ, ვინ ვართ კულეები, ხომ ასეა, სერხი ვეღარაა თავის "მოტორზე" ისე ვეღარ თამაშობს რაც ბარსას ფილოსოფიააა, მაგრამ, ხომ შეიძლება სიყვარულით გავაცილოთ? ნებისმიერ კლუბში? ჩვენ გვაქვს ერთი დევიზი "ბარსა მეტია" ჰაა რას იტყვით?
    ფანი [?]
    #5 30 ივნისი 2021 20:26
    2
    "უნივერსალი"!.. wink
    ...რომელიც არცერთ პოზიციაზე არაა არაფრის მაქნისი!
    ნუ გადაგვაყოლე "ი მ =ე რ თ= გ ო ლ ს!!!
    Culé [?]
    #4 30 ივნისი 2021 18:44
    1
    დროა ნაგავი გასაღდეს. ამდენი წელი მუქთადაა გუნდში ზარალის მეტი არაფერი უქნია და მართლა 20 მილიონად თუ გაიყიდება მაგას რა ჯობია. მარა მეეჭვება. 12-15 მილიონს შემოგვთავაზებენ ალბათ და დანარჩენი ბონუსები იქნება.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ივნისი 2021 18:44
    1
    ვაიმე შკრინიარში გაუცვალეთ მაგაზე მაგარს ვერაფერს იზამთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #2 30 ივნისი 2021 18:26
    0
    უბრალოდ ამ ფორმას ვუყურებ და ვერ ვხვდები რა მოწონთ

    რაიმე სახის პეტიცია რომ შეიქმნას და არ ეცვათ ეს საძაგლობა მეორე წელს არ შეიძლება ?
    Culé [?]
    #1 30 ივნისი 2021 18:16
    0
    კონტრაქტი არა იხვი.დავაი გაასხმევინეთ აქედან,ინტერს უთხარით ფუტბალისტს დავამატებთ ზევიდან და ბასტონი თუ არა შკრინიარი მაინც მოგვცენ,ანდაც სხვა საკაიფო ფუტბალისტი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid