ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი ბარსელონას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ოფიციალურად: ფრენკი დე იონგი ბარსელონას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი, ფრენკი დე იონგი, "ბარსელონას" 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გამარჯვებული "ბარსელონას" ხელმძღვანელობისა და სხვადასხვა კატალონიური მედიასაშულების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა. ჟიურის კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, რაფა იუსტე, ხელმძღვანელობდა.

2020/21 წლების სეზონში დე იონგი ძირითადი შემადგენლობის უცველელი წევრი გახლდათ, რამდენჯერმე იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზეც ვიხილეთ. რონალდ კუმანთან ერთად, მან თვალსაჩინო პროგესი განიცადა. ფრენკიმ მონაწილეობა 51 შეხვედრაში მიიღო და მხოლოდ 3 მატჩი გამოტოვა (ორჯერ იგი კუმანმა დაასვენა, ერთხელ კი დისკვალიფიცირებული იყო). დე იონგის შემდეგ, ყველაზე მეტი ხმა ლიონელ მესიმ და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა მიიღეს. 

ასევე, სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გამოვლინდა ქალთა გუნდის შემადგენლობაშიც. გამარჯვებული 23 წლის ესპანელი ნახევარმცველი, აიტანა ბონმატი, გახდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #11 1 ივლისი 2021 00:11
    1
    რაც ეს არბებინაა კუმანმა დაცვაში მერე შეტევაშიი აბა ვინ უნდა იყოს საუკეთესოო...

    გომეში და პედრი ერთი დონეაო რას არ წაიკითხავ აქ ღმერთო ჩემოო
    Culé [?]
    #10 30 ივნისი 2021 16:25
    1
    ციტატა: Milkshake
    ამას ჭირდება უმაღლესი დონის ნახევარმცველი გვერდში და არა პედრის ნაირი კონა 20 თეთრი ტალანტები, ტიპს ერთი კრეატიული გადაცემის გასაკეთებლად 5 მატჩი სჭირდება. ყველა ვარიანტში მოსაყვანია ვინმე ფლეიმეიქერი. ერთი ორი სიტყვით შევჩენკოსაც შევეხები და ვიტყვი, რომ იმ რესურსით რაც მას აქვს ძალიან სიმპატიურ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს სამწვრთვნელო კარიერაში.

    ფრენკი ძალიან კარგია, ვაფასებ და წარმატებას ვუსურვებ რა თქმა უნდა
    ბედნიერებაა, როდესაც ასეთი ფეხბურთელი გყავს გუნდში
    აი პედრიმ რა დააშავა მაგას ვერ ვხვდები
    60 მატჩი აქვს ამ სეზონზე ჩატარებული უკვე, ნიჭი და შრომისმოყვარეობა რომ არ ჰქონდეს, ლუის ენრიკეს ნაკრებში ვერ მოხვდებოდა და 18 წლის ასაკში ძირითადში თავს ვერ დაიმკვიდრებდა
    რიკის თუ მეტ სათამაშო დროს მისცემს, მაგ სამის ტრიო იქნება უძლიერესი, პლუს ბ-დან ამოწეული ნიკო და ჟანდრო
    გულშემატკივარი [?]
    #9 30 ივნისი 2021 16:25
    0
    მესისთვის ოქროს ბურთი გვინდა და თავის გუნდში არ ასახელებენ ნომერ პირველად. კატალონიაშიც და თავად გუნდშიც ბევრი მტერი ყავს. აბა სადაც მესია სხვა როგორ უნდა დაასახელო.
    Culé [?]
    #8 30 ივნისი 2021 16:19
    0
    ციტატა: Milkshake
    ამას ჭირდება უმაღლესი დონის ნახევარმცველი გვერდში და არა პედრის ნაირი კონა 20 თეთრი ტალანტები, ტიპს ერთი კრეატიული გადაცემის გასაკეთებლად 5 მატჩი სჭირდება. ყველა ვარიანტში მოსაყვანია ვინმე ფლეიმეიქერი. ერთი ორი სიტყვით შევჩენკოსაც შევეხები და ვიტყვი, რომ იმ რესურსით რაც მას აქვს ძალიან სიმპატიურ და სწორ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ დიდი მომავალი აქვს სამწვრთვნელო კარიერაში.

    რა შეუკიკინე ამ პედრის
    --------------------
    "They won't remember the trophies we won, they will remember the way we played" - Pep Guardiola.
    ფანი [?]
    #7 30 ივნისი 2021 16:04
    1
    მნიშვნელოვან თამაშებში ცოტა არ ჩანხარ ხოლმე ჩემო ფრენკ ეგ გამოასწორე და სუპერ ბიჭი იქნები.
    Culé [?]
    #6 30 ივნისი 2021 14:42
    3
    ეხლა შევიდა საუკეთესო ასაკში და იმედია 7-10 წელი იქნება საუკეთესო ფორმაში
    Culé [?]
    #5 30 ივნისი 2021 14:37
    2
    მესის რაღათ უნდა დასახელება თუ ჩემი ძმები და დები ხართ.აი ფრენკის ნამდვილად ეკუთვნის ეს როცა არაა მოედანზე 0 ფანტაზია და მაგრად უჭირს ხოლმე გუნდს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    ფანი [?]
    #4 30 ივნისი 2021 14:23
    2
    დღეისათვის ერთადერთი ნიდერლანდელია ვან დეიკთან ერთად, ვიზეც თამამად ითქმის რომ ჰოლანდიური ფეხბურთის ფესვებისა და გენის დასაბუთებული წარმომადგენელია.. ყველა დანარჩენი ერთმანეთზე ბაჯაღლოა დეპაის თამადობით თავის სამწვრთნელო შტაბიანად.. დუმფრისი არ შემყავს არცერთ სიაში ამ ეტაპზე :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ივნისი 2021 14:17
    0
    მდაჰ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #2 30 ივნისი 2021 14:08
    3
    დამსახურებულად🙌🙌💪 უმაგრესი სეზონი ჩაატარა და დაამტკიცა რომ ფრენკი ყველგან ფრენკია❤️❤️❤️ კუმანმა კიდე საბოლოოდ უნდა დააყენოს ერთ პოზიციაზე და დაცვას აღარ გააკაროს!!! საჯარიმოდან საჯარიმომდე ბატონობა შეუძლია ამ კაცს და ეს უნდა გამოიყენოს ზუსტად!!! ნაკრებშიც მშვენივრად გამოჩნდა როგორ ამოაქვს ბურთი და შეტევებში როგორ ერთვება, ბუსკეცმა დროა დაისვენოს და ძირითად ჩამშლელად ფრენკი ვიხილოთ, ერთად როცა მოუწევთ მაშინ ამან უნდა აიწიოს წინ.
    Culé [?]
    #1 30 ივნისი 2021 14:06
    1
    მესის მერენდელი პონტია ალბათ. უნდათ ვინმე სხვაც რომ დაესახელებინათ.. თორე როცა მესია გუნდში..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"