სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მესის კონტრაქტის დასრულებას მოჰყვება

სამართლებრივი შედეგები, რომლებიც მესის კონტრაქტის დასრულებას მოჰყვება

დღეს, "ბარსელონასა" და ლიონელ მესის შორის დადებულ ხელშეკრულებას მოქმედების ვადა ეწურება. Sport გვთავაზობს იმ სამართლებრივ შედეგებს, რომლებიც აღნიშნულ მოვლენას მოჰყვება.

მართალია, კლუბი არგენტინელთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა და, დიდი ალბათობით, ლეოს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით კიდევ ორი სეზონი ვიხილავთ, თუმცა ხელშეკრულების არარსებობა გარკვეულ სირთულეებს მაინც წარმოშობს.

"ბარსას" არ შეეძლება:

  • მესის შენარჩუნება - ხვალიდან, ლეოს შეეძლება კონტრაქტი ნებისმიერ კლუბთან გააფორმოს
  • გამოიყენოს მესის გამოსახულება ახალ ფორმაზე ან მომდევნო სეზონთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტზე
  • 2021/22 წლების სეზონიდან, გაყიდოს მესის მაისურები კლუბის ოფიციალურ მაღაზიებში

"ბარსას" შეეძლება:

  • გამოიყენოს მესის გამოსახულება გასული სეზონების ფორმასთან ერთად
  • გამოიყენოს კოპა ამერიკასთან დაკავშირებული მესის გამოსახულება და კონტენტი მის შესახებ 
  • დატოვოს მესის სახელი და ფოტო "ბარსელონას" ფეხბურთელთა ჩამონათვალში კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე

გაურკვეველია შემდეგი საკითხები:

  • შეძლებენ თუ არა სპონსორები მესის გამოსახულების გამოყენებათ სარეკლამო საქმიანობაში
  • ეკუთვნის თუ არა "ბარსელონას" FIFA-სგან კომპენსაცია იმ შემთხვევაში თუ მესი კოპა ამერიკაზე ტრავმას მიიღებს

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 30 ივნისი 2021 17:39
    0
    მაინც უცნაურია, 2000 წლიდან მოყოლებული პირველად მოხდა კონტრაქტი, რომ ამოეწურა.
    Culé [?]
    #4 30 ივნისი 2021 16:31
    1
    ბევრი რამე ცხოვრებაში დაფუძნებულია ნდობაზე
    კარგი, ხელშეკრულება ამოეწურა, მაინც ბარსას კაპიტანი იქნება მანამ, სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, 2 კვირა წყვეტს რაიმეს?! (ეს დროა კოპას დასრულებამდე და პლუს კამპ ნოუზე დაბრუბენამდე)
    საქმე ეხება მსოფლიოს ყველა დროის უდიდეს ფეხბურთელს, ასეთი როდესაც გყავს გუნდში ეს ძალიან დიდი ფუფუნებაა
    საქმე ეხება დი სტეფანოს, პელესა და მარადონას დონეს, შეიძლება რარაც ასპექტებში ცოტა მეტსაც...
    და ამ დროს ეს ბიჭი შენი გუნდის ორგანული ნაწილია.... არაა ეს უბრალო ამბავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ივნისი 2021 16:06
    1
    ესეც კაი პრ0ჭია ბოლოდღემდე სად იყო ეძინა? კოპამდე რატო არ გაახანგრძლივა თუ რაც ცოტა დრო დარჩებოდა უკეთ მოწველიდა ლაპოს
    Culé [?]
    #2 30 ივნისი 2021 14:35
    5
    საღოლ ლეოს რა ამან გაასხმევინა ბართუშას ფაქტობრივად.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 30 ივნისი 2021 14:14
    1
    მთავარია ტრამვა არ მიიღოს, ფიფამ კომპენსაცია შეუძლია დაიტოვიოს და მშვიდობაში მოიხმაროს