RAC1: ვალენსია და ხეტაფე კარლეს ალენიას გადაბირებას ცდილობენ

RAC1: ვალენსია და ხეტაფე კარლეს ალენიას გადაბირებას ცდილობენ

"ბარსელონას" 23 წლის ნახევარმცველი, კარლეს ალენია, კარიერას, სავარაუდოდ, კვლავ ლა ლიგაში გააგრძელებს, თუმცა არა კატალონიური კლუბის შემადგენლობაში.

RAC1-ის ცნობით, ამ მომენტისთვის, ესპანელის ტრანსფერთან ყველაზე ახლოს "ვალენსია" და "ხეტაფე" არიან. "ვალენსიას" შემთხვევაში, საუბარი ფეხბურთელთა გაცვლაზე მიმდინარეობს.

2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ალენიამ, იჯარით, "ხეტაფეში" გაატარა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებაც მოახერხა. მიუხედავად ამისა, იგი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და კლუბი მის ტრანსფერზე მუშაობს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 30 ივნისი 2021 11:54
    0
    გაიას ტრანსფერში ჩართეთ და გაატანეთ ვალენსიას ბონუსად ბრაიტვაიტი და ფირპოც დაუმატეთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 30 ივნისი 2021 02:25
    0
    თუ ეს გაცვლა გაიჩარხა, ვალენსია თავადაც გაძლიერდება და პრინციპში, ორივე მხარეს რომ უნდა აწყობდეს, ისეთი ბარტერია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 30 ივნისი 2021 02:04
    1
    ბრაიტვაიტი-ალენიას გაცვლა გაიაში ძალიან კარგი ვარიანტი იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.