ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 28 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 28 ივნისს მოხდა.
თამაშები
28 ივნისს "ბარსელონას" 4 ოფიციალური თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 3 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.
1914 წელი
"ბარსელონამ" ხელოვნურ განათებაზე ისტორიაში პირველად ითამაშა და "არენას დე გეჩოსთან" 0-1 დამარცხდა.
1942 წელი
ლა ლიგაში დარჩენისთვის გამართულ ერთმატჩიან დაპირისპირებაში "ბარსელონამ" "მურსია" 5-1 გაანადგურა. გოლები მარტინმა (4) და სოსპედრამ გაიტანეს.
1959 წელი
"კამპ ნოუზე" გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში "ბარსელონა" "სანტოსთან" 1-5 განადგურდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ევარისტომ გაიტანა, სტუმართაგან კი პელემ დუბლი შეასრულა.
1997 წელი
"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართულ ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "ბეტისი" დამატებითი ტაიმების წყალობით 3-2 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები ფიგუმ (2) და პიციმ გაიტანეს. "რეალის" საშინაო არენაზე "ბარსელონას" ჰიმნი 4-ჯერ დაუკრეს.
2007 წელი
"ბარსელონამ" ერიკ აბიდალი "ლიონიდან" 9 მილიონ ევროდ შეიძინა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]