მესი და აგუერო ბოლივიასთან მატჩს სასტარტოში დაიწყებენ - TyC Sports

მესი და აგუერო ბოლივიასთან მატჩს სასტარტოში დაიწყებენ - TyC Sports

29 ივნისს გამთენიისას, თბილისის დროით 04:00 საათზე, ლიონელ მესისა და სერხიო აგუეროს არგენტინა კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ბოლივიას დაუპირისპირდება.

TyC Sports-ის ვარაუდით, ბოლივიის წინააღმდეგ გასამართი თამაშის სასტარტო შემადგენლობაში ორივე "ბარსელონელი" იქნება.

მესიმ კოპა ამერიკის მიმდინარე გათამაშების სამივე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და სამივეჯერ ძირითადში შეუცვლელად ითამაშა. "ალბისელესტეს" კაპიტნის ანგარიშზე გოლი და ასისტია.

რაც შეეხება აგუეროს, მან 2 შეხვედრაში ითამაშა. სერხიო ჩილესთან თამაშში სათადარიგოდან ჩაერთო, პარაგვაისთან სასტარტოში იმყოფებოდა და მეორე ტაიმში შეცვალეს, ურუგვაისთან კი მთელი შეხვედრა სათადარიგო იყო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 28 ივნისი 2021 11:49
    0
    და სად აჩვენებენ ვეღარ გავიგე. ყველა ლაივ ფეხბურთი დაბლოკილია.

    ციტატა: La Pulga10
    ვერაფერი გავუგე ამ კოპას სისტემას,ვინ ვის ხვდება? სად? როდის?

    როგორც მახსოვს ორ ხუთგუნდიან ჯგუფებში არიან და თუ არგენტინა მოიგებს ამაღამ, პირველ ადგილს დაიკავებენ ჯგუფში. ამის მერე დიდი შანსია რომ ფინალამდე აღარ შეხვდეს ბრაზილიასო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 28 ივნისი 2021 09:55
    0
    ვერაფერი გავუგე ამ კოპას სისტემას,ვინ ვის ხვდება? სად? როდის?
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 28 ივნისი 2021 00:38
    1
    ძაან კაი მიდი ლომო გოლები უნდა თხარო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 27 ივნისი 2021 23:09
    0
    აბა მარტინეზს ისევ კუნი მირჩევნია..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "