"ბარსელონა" პაუ ლოპესით დაინტერესდა

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, "ბარსელონა" "რომას" 26 წლის მეკარის, პაუ ლოპესის შეძენით დაინტერესდა.
მეკარის პოზიციის გაძლიერება "ბარსას" ერთ-ერთი პრიორიტეტი მას შემდეგ გახდა, რაც გაირკვა, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ოპერაციას ჩაიტარებდა და დიდი დრო გაუცდებოდა. ნეტუ, რომელიც ტერ შტეგენის არყოფნის დროს ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება, კლუბის დატოვებას აპირებს. ასე რომ, "ბლაუგრანა" ახალგაზრდული გუნდის მეკარეების იმედად რჩება.
პაუ ლოპესი კატალონიაში დაიბადა და "ესპანიოლის" აღზრდილია. შემდეგ ის "ბეტისში" თამაშობდა, "რომას" წევრი კი 2019 წლიდანაა. იტალიურ კლუბში მას 76 მატჩი აქვს ჩატარებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]