ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 22 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 22 ივნისს მოხდა.
თამაშები
22 ივნისს "ბარსელონას" 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა ოთხივე თამაში მოიგეს.
1936 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ფერან ოლიველია. 1956-1969 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 320 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. ოლიველიამ კატალონიურ კლუბში 4 ესპანეთის თასი, 3 ბაზრობათა თასი (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) და 2 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1983 წელი
ესპანეთის ლიგის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში 0-1 წაგების შემდეგ განმეორებით შეხვედრაში "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" 5-2 გაანადგურა. კატალონიელთა მხრიდან გოლები შუსტერმა, მუნიოსმა, კარასკომ, მარადონამ და ალონსომ გაიტანეს.
1997 წელი
ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "რაიო ვალიეკანო" 2-1 დაამარცხა და საერთო ჯამში 102 გოლი დააგროვა, რაც იმ დროისთვის რეკორდი იყო. ამის მიუხედავად "ბარსა" 2 ქულით ჩამორჩა "რეალს", რომელმაც 85 გოლის გატანა მოახერხა.
1997 წელი
"ბარსელონას" ამერიკული ფეხბურთის გუნდმა "ბარსელონა დრეგონსმა" NFL Europe World Bowl მოიგო. კატალონიელებმა "რაინ ფაიერი" 38-24 დაამარცხეს. "ბარსას" კუოტერბეკი ჯონ კიტნა საუკეთესო მოთამაშე გახდა. ბარსელონას ოლიმპიურ სტადიონზე გამართულ შეხვედრას ტრიბუნებიდან თვალს 31 ათასი ადამიანი ადევნებდა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]