უსმან დემბელე პორტუგალიასთან არ იქნება

უსმან დემბელე პორტუგალიასთან არ იქნება

"ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელი უსმან დემბელე მის ნაკრებს ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ვერ დაეხმარება.

ავტორიტეტული L'Equipe-ის ინფორმაციით, დემბელე პორტუგალიასთან დაზიანების გამო ვერ ითამაშებს. დღეს ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, 24 წლის შემტევს მუხლის ტრავმა აქვს.

უსმან დემბელემ ტრავმა 2 დღის წინ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში უნგრეთთან გამართულ შეხვედრაში მიიღო.

ცნობისთვის, საფრანგეთისა და პორტუგალიის დაპირისპირება ოთხშაბათს, 23 ივნისს გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 21 ივნისი 2021 15:20
    0
    რაის პორტუგალიასთან, ბარსას პირველ წრის თამაშებს თუ მოუსწრო კიდევ კარგი ამბავი იქნება.
    Culé [?]
    #3 21 ივნისი 2021 02:24
    1
    ვისთანაც ითამაშა ხო გადაურბინა )))) ნეტა თავის დროზე რომ იყიდეს ვინმემ მითხრას ამაში 105 მილიონის რა დაინახეს? ბონუსებს აღარ ვიძახი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 21 ივნისი 2021 01:10
    2
    ციტატა: Iniesta_8
    კაია, მეტი შანსი ექნება საფრანგეთს მოგების.

    ზუსტად ეგ გავიფიქრე...
    დიდი შანსია, რომ "მოქმედი ჩემპიონი" ჯგუფიდან კუდამოძუებული გააბუნძულონ.... barca-6
    Culé [?]
    #1 21 ივნისი 2021 00:46
    4
    კაია, მეტი შანსი ექნება საფრანგეთს მოგების.