ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 20 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 20 ივნისს მოხდა.
თამაშები
20 ივნისს "ბარსელონას" 5-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს და 3 წააგეს.
1905 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი ნახევარმცველი ელემერ ბერკესიე. 1934-1936 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 52 თამაში ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
1954 წელი
"ბარსელონამ" ესპანეთის თასის ფინალში ზედიზედ მეოთხედ ითამაშა, მაგრამ წინა 3 შემთხვევისგან განსხვავებით, ამჯერად წააგო, "ვალენსიასთან" 0-3.
ეს "ბარსელონასთვის" ესპანეთის თასზე მე-200 თამაში იყო.
1976 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი მცველი ჟულიანო ბელეტი. 2004-2007 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 107 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა (ჩემპიონთა ლიგის ფინალში). ბელეტიმ კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის ჩემპიონატი, 2 ესპანეთის სუპერ თასი და 1 ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
1989 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ხელბურთის გუნდის მოთამაშე კევინ მიოლერი.
1993 წელი
ლა ლიგის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "სოსიედადი" 1-0 დაამარცხა, ხოლო პარალელურ მატჩში "რეალი" "ტენერიფესთან" ანგარიშით 0-2 დამარცხდა. შედეგად "ბლაუგრანამ" "ბლანკოსს" გადაასწრო და ტურნირი ზედიზედ მესამედ მოიგო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]