ბლაუგრანა ჩემპიონია!

ბლაუგრანა ჩემპიონია!

ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბის გუნდი ყველაფრის ჩემპიონია!

დღეს "ბლაუგრანამ" სეზონი დახურა და ეს ტრიუმფით გააკეთა. ფანკლუბ ლიგის ფინალურ მატჩში "ბლაუგრანა" "ლივერპულის" ფანკლუბს დაუპირისპირდა და აქამდე ყველა თამაშის მარტივად მომგები გუნდი 3-0 დაამარცხა.

დღევანდელ შეხვედრაში პირველი 2 გოლი გუნდის კაპიტანმა, ვალერი ზანგურმა გაიტანა, წერტილი კი შეხვედრას გიორგი მარღიშვილმა დაუსვა.

"ბლაუგრანას" რიგებში ფანკლუბების ჩემპიონატის გამარჯვებულები არიან: ვალერი ზანგური, გიორგი დოლიაშვილი, ლევან გამხიტაშვილი, ალექსი ლორია, გიორგი ცაგარეიშვილი, გიორგი გუმბერიძე, ბექა ბაინდურაშვილი, ბექა დაბრუნდაშვილი, ჯორჯ ისააკი, გიორგი ირემაშვილი, ონისე ონიაშვილი, გიორგი შაველაშვილი, გიორგი მარღიშვილი, ზაზა ჯალალი.

ტურნირზე გუნდის ბომბარდირები: გიორგი ირემაშვილი 7, ვალერი ზანგური 5, ბექა დაბრუნდაშვილი 2, გიორგი ცაგარეიშვილი 1, გიორგი დოლიაშვილი 1, ონისე ონიაშვილი 1, გიორგი მარღიშვილი 1.

განვლილ გათამაშებაში "ბლაუგრანას" მიერ დაფიქსირებული შედეგები:

ჯგუფური ეტაპი

  • ბლაუგრანა-ბაიერნი 3-0
  • ბლაუგრანა-ჯალო როსი 6-1
  • ბლაუგრანა-სფერა 1-2

1/4-ფინალი

ბლაუგრანა-როსსონერი 3-2

1/2-ფინალი

ბლაუგრანა-სქაუზერები 2-0

ფინალი

ბლაუგრანა-ლივერპული 3-0

როგორც ხედავთ, ჩვენმა გუნდმა "ბაიერნზე", "რომასა" და "ლივერპულზე" მცირე რევანში აიღო. სამწუხაროა, რომ ამ ტურნირზე "პარი სენ-ჟერმენს" გუნდი არ ჰყავდა, "რეალს" კი ჰყავდა, თანაც ორი, მაგრამ ორივე გუნდი ჯგუფში ჩარჩა და მათთან თამაშის საშუალება არ მოგვეცა. იმედია, ჩვენი გუნდის წაგებების გამო ჩვენ მეგობარ ფანკლუბებთან რევანში მეტჯერ აღარ მოგვიწევს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ფანკლუბის გუნდებმა წელს ყველგან ყველაფერი მოიგეს. "ბლაუგრანა" გახდა საფეხბურთო ინტელექტუალური ვიქტორინა "მე-12 მოთამაშეს" როგორც ჩემპიონატის ასევე თასის გამარჯვებული და "ბლაუგრანა" გახდა ფანკლუბ ლიგის გამარჯვებულიც.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 ივნისი 2021 10:17
    2
    გილოცავთ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? ევროპა?
    მწერალი [?]
    #7 20 ივნისი 2021 06:33
    1
    me da barca,
    😃😃😃
    Culé [?]
    #6 20 ივნისი 2021 00:56
    2
    გილოცავთ!
    Culé [?]
    #5 20 ივნისი 2021 00:54
    2
    გიილოცააავთ🎉🎉🎉
    Culé [?]
    #4 20 ივნისი 2021 00:48
    3
    ბარსა საქრათველოშიც ნომერი პირველი კლუბია🙌🙌🙌💪💪💪 ყოჩაღ ბიჭებს!!! კიდევ ბერვი წარმატება🙏🙌❤️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 20 ივნისი 2021 00:46
    0
    გილოცავთ!
    ჩარჩენილი რეალის გუნდის რომელიმე მოთამაშე ხომ არ იყო ჰალას ადმინი?! აი ის ზღაპრებს, რომ იგონებს, მერე რომ აქვეყნებს და უმეტესობას, რო სჯერა.
    Culé [?]
    #2 20 ივნისი 2021 00:26
    2
    გილოცავთ ყველას ამ ტიტულს..😍
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    Culé [?]
    #1 20 ივნისი 2021 00:26
    1
    ძაან კაი გილოცავთ!!!მარა ესპანეთი რას გავს არაფრად ვარგა შეტევა,არაფრად ვარგა დაცვა.ტიაგოსთან რაიმე კონფლიქტი აქვს თუ რაშია საქმე რატომ არ გამოჰყავს ენრიკეს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid