მემფის დეპაი - ის, რაც უნდა იცოდეთ

მემფის დეპაი - ის, რაც უნდა იცოდეთ

ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ, მემფის დეპაის "ბარსელონაში" ტრანსფერი ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა. 

კატალონიური კლუბი წარმოგიდგენთ 10 ფაქტს, რომელიც ჰოლანდიელი ფეხბურთელის შესახებ ალბათ არ იცოდით, მაგრამ აუცილებლად დაგაინტერესებთ. 

დაბადების დღე

მემფისი ნიდერლანდების ქალაქ მორდრეხტში იმ დღეს დაიბადა, როცა მისი მომავალი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, "ბარსელონასთან" ერთად ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს ატარებდა. 1994 წლის 13 თებერვალს "ბლაუგრანა" "სარაგოსასთან" სენსაციურად 3-6 დამარცხდა, თუმცა სეზონის ბოლოს კიდევ ერთი ლეგენდარული ჰოლანდიელის, იოჰან კრუიფის ხელმძღვანელობით, ტიტული მაინც მოიპოვა. 

სადებიუტო გოლი

გოლების გატანა დეპაის ძლიერი მხარეა და მან ეს თავის სადებიუტო შეხვედრაშივე დაამტკიცა. პსვ-სთან ერთად ჩატარებულ პროფესიონალური კარიერის პირველ მატჩში, 2011 წლის 21 სექტემბერს, მემფისმა თავი გოლით გამოიჩინა და თავის გუნდს თასის შეხვედრაში არც ისე სახელოვანი "სინტ ბავოს" წინააღმდეგ გამარჯვებაში დაეხმარა. 

პირველი შეხვედრა კუმანთან

დეპაისა და რონალდ კუმანის გზები მემფისის კარიერის სტარტიდან მალევე გადაიკვეთა. მათი პირველი შეხვედრა დეპაის კარიერაში მნიშვნელოვან მომენტს უკავშირდება - 2012 წლის თებერვალში, მას ჰოლანდიის ჩემპიონატში დებიუტი "ფეიენოორდის" წინააღმდეგ ჰქონდა, რომელსაც სწორედ "ბარსას" ლეგენდა წვრთნიდა. 

წარმატებული სტარტი

21 წლის ასაკში დეპაიმ პირველი აღიარება მოიპოვა: მას წლის საუკეთესო ახალგაზრდა ნიდერლანდელი ფეხბურთელის ტიტული გადასცეს. ამ პრიზის მფლობელთა შორის არიან მარკ ოვერმარსი, პატრიკ კლუივერტი და ფრენკი დე იონგი, რომლებმაც მოგვიანებით კარიერა "ბარსელონაში" გააგრძელეს. 

პოპულარობა

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შეყვანა გაგვიჭირდება, მემფის დეპაის ცნობადობაზე ამას დიდი გავლენა არ ჰქონია. კომპანია Kitbag-ის მონაცემებით, 2015 წელს დეპაის მაისურები ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ ყველაზე გაყიდვადი იყო. 

კავშირი ბარსელონასთან

შეიძლება "ბარსელონაში" ჯერ არ უთამაშია, მაგრამ უნიკალური კატალონიური სტილი მემფისისთვის უცხო არ არის. კარიერის სხვადასხვა ეტაპზე მას "ბარსასთან" დაკავშირებული 4 სპეციალისტი წვრთნიდა: ფილიპ კოკუ (2012, 2013-15), ლუი ვან გაალი (2015-17), რონალდ კუმანი (2018-20) და ფრანკ დე ბური (2020-დღემდე). 

მაისურის ნომრები

"ბარსელონას" ზოგიერთი ფეხბურთელისგან განსხვავებით, დეპაის ფავორიტი რიცხვი არ აქვს - ყოველ შემთხვევაში, ეს მის მაისურის ნომრის არჩევანზე არ აისახება. პსვ-ში სადებიუტო მატჩში მემფისს 22-ნომრიანი მაისური ეცვა, რაც მოგვიანებით 7-ით შეცვალა. ის  "მანჩესტერ იუნაიტედშიც" 7-იანი იყო, "ლიონში" კი სხვადასხვა ეტაპზე 9, 11 და 10 ნომრებს ატარებდა. 

გამოცდილება

27 წლის შემტევისთვის ლა ლიგა მეოთხე შიდა ჩემპიონატი იქნება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს. აქამდე მას ერედივიზიონში, პრემიერ ლიგასა და ლიგა 1-ში უთამაშია. საინტერესოა, რომ "ბარსას" მოქმედ შემადგენლობაში ასეთი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ მარტინ ბრეითუეიტსა და ფილიპე კოუტინიოს აქვთ, მათზე უკეთესი კი - არავის. 

ტატუები

დეპაის სხეულის მოხატულობა თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია, მისი ყველაზე დიდი ტატუ კი - ლომის სახე მთელ ზურგზე ("ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდის ვერსიით, ეს ვეფხვის სახეა) - მისი ბაბუის ხსოვნას ეძღვნება, რომელიც მემფისის მე-15 დაბადების დღემდე გარდაიცვალა და რომელსაც დეპაიმ 2014 წლის მუნდიალზე გატანილი გოლიც მიუძღვნა. 

ისევ დაბადების დღე

ბოლო საინტერესო ფაქტი მემფისის შვილსა და "ბარსელონას" უკავშირდება. გასულ წელს, დეპაიმ თავის ვაჟს დაბადების დღე საჯარო პოსტით მიულოცა, ფოტოზე კი ბიჭი "ბლაუგრანას" მაისურით იყო წარმოდგენილი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 20 ივნისი 2021 10:46
    1
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ციტატა: me da barca
    წარმოშობით საიდანაა ესაა მთავარი. 😀

    laughing laughing ნახეთ რა წერია ქართულ ვიკიპედიაში დეპაიზე:

    === მემფის დეპაი (ნიდერლ. Memphis Depay; დ. 13 ფურთუთა, 1994, მოდრეხტი) — ნიდერლანდარი მობურთე. ასპარეზენს მანჩესტერ იუნაიტედის. ===
    bowtie bowtie bowtie !!!!!!!!
    laughing laughing laughing
    ...რაც მთავარია "მობურთეა"!!!
    და ფურთუთას თვეში მივულოცოთ დაბადების დღე, არ დაგვავიწყდეს


    ევრიკა, ვიპოვე აი რას წერს ვიკიპედია:
    "С 2008 года Мартин привлекался в юношеские сборные Дании различных возрастов. В 2012 году он получил приглашение выступать за сборную Гайаны, родную страну своего отца, но отказался от данного предложения.
    5 июня 2013 году в товарищеском матче против сборной Грузии Брейтуэйт дебютировал за сборную Дании[19]. 14 августа в поединке против сборной Польши он забил свой первый гол за национальную команду[20"
    ბრეითვეიტი "წარმოშობით" გაიანიდან ყოფილა, ქვეყნიდან რომელიც სამხრეთ ამერიკაში სურინამს, ვენესუელას და ბრაზილიას ესაზღვრება. რაც მთავარია ბრეითვეიტს სადებიუტო მატჩი ნაკრებში საქართველოსთან ჩაუტარებია.
    ფანი [?]
    #5 20 ივნისი 2021 00:44
    0
    მორატააა 💩💩💩
    ფანი [?]
    #4 20 ივნისი 2021 00:01
    1
    ციტატა: me da barca
    წარმოშობით საიდანაა ესაა მთავარი. 😀

    laughing laughing ნახეთ რა წერია ქართულ ვიკიპედიაში დეპაიზე:

    === მემფის დეპაი (ნიდერლ. Memphis Depay; დ. 13 ფურთუთა, 1994, მოდრეხტი) — ნიდერლანდარი მობურთე. ასპარეზენს მანჩესტერ იუნაიტედის. ===
    bowtie bowtie bowtie !!!!!!!!
    laughing laughing laughing
    ...რაც მთავარია "მობურთეა"!!!
    და ფურთუთას თვეში მივულოცოთ დაბადების დღე, არ დაგვავიწყდეს
    წევრი [?]
    #3 19 ივნისი 2021 22:09
    0
    ლეგენდარულ მარტინ ბრაითვეიტს🤣🤣🤣🤣
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ივნისი 2021 21:58
    0
    წარმოშობით საიდანაა ესაა მთავარი. 😀
    Culé [?]
    #1 19 ივნისი 2021 21:56
    0
    იუთუბზე თავის სიმღერებსაც დებს bowtie