კიდევ ერთი სენსაცია | საფრანგეთმა უნგრეთი ვერ დაამარცხა

კიდევ ერთი სენსაცია | საფრანგეთმა უნგრეთი ვერ დაამარცხა

დასრულდა დღევანდელი დღის პირველი შეხვედრა ბუდაპეშტში. "პუშკაშ არენაზე" უნგრეთმა საფრანგეთთან ქულის მოპოვება შეძლო.

მასპინძლები პირველი ტაიმის მიწურულს ატილა ფიოლას გოლით დაწინაურდნენ, წონასწორობა კი 66-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა აღადგინა

ეს ანტუანისთვის ევროპის ჩემპიონატებზე გატანილი მე-7 გოლია, რითაც ის ევროს გოლეადორებს შორის ისტორიაში მე-3 პოზიციაზე გადავიდა. მის წინ მხოლოდ მიშელ პლატინი და კრიშტიანუ რონალდუ არიან. ანტუანმა გოლის გატანა მეტოქის საჯარიმოში ბურთთან პირველივე შეხებით შეძლო. მან შეხვედრაში მონაწილეობა სრულად მიიღო. გრიზმანის გარდა დიდიე დეშამმა თავის გამოჩენის შანსი უსმან დემბელესაც მისცა, თუმცა უსმანი ტრავმამ შეაწუხა და მოედნის ნაადრევად დატოვებაც მოუწია.

ბოლო ტურში ფრანგები პორტუგალიას შეხვდებიან, უნგრეთი კი გერმანიას უმასპინძლებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 20 ივნისი 2021 10:56
    1
    სიტყვები რეკლამიდან ვასკა და ლუდი(ზუსტად არც ლუდის სახელი მახსოვს): ამას ხომ მეც გავიტანდი(მესის გოლზე რო თქვა)
    Culé [?]
    #7 19 ივნისი 2021 19:42
    3
    ერთი ის იყო საგულისხმო, რომ თამაში ბარსას 7-იანმა გადარჩინა
    მადრიდისტებმა კიდევ ჩაიმადრიდეს, ვარანის კისერზე გაშვებული და ბენზემას კიდევ რამდენიმე ვერგატანილი barca-6
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 19 ივნისი 2021 19:08
    3
    გამისწორდა ეს ფრე მესამე ტურში გლანდებში ჩაახტებიან პორტუგალიას ნეტა გერმანიაც ჩაახტეს დღეს ამ ფრის მერე შანსი მიეცათ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 19 ივნისი 2021 19:03
    2
    ნეტა ისე აილეწოს კარიერა დაამთავრებინოს ვინმემ რაიქნება ვერ ვიტან ტიპს
    ფანი [?]
    #4 19 ივნისი 2021 19:01
    3
    ჰაჰაჰა დემბელე გაყიდონ სანამ ბუცების ფასი გახდაა სასაცილოც აღარაა .არაფერი უძლეველი გუნდი არა ფრანცია
    წევრი [?]
    #3 19 ივნისი 2021 19:01
    3
    გააზრებული კომბინაცია ვერ ააწყეს,ბენზემა რისთვის წაიყვანა ხო თქვა არასდროს გამოვიძახებო?
    ორი ბურთი გაიტანეს ორივე გავარდნით,რომელი ფავორიტები არიან ესენი?
    ფანი [?]
    #2 19 ივნისი 2021 19:00
    2
    ესიცის დაუფასებლობამ და ცანცარმა... დემბელე ხო რავიცი რაუნდათქვა მაგ ადამიანზე ისეთი რაც ჯერ არ უთქვიათ 🤣
    Culé [?]
    #1 19 ივნისი 2021 18:59
    4
    დემბელე კიდე აილეწა. ეგ შავი შლანგი ევროდან ბარსაში აღარ დააბრუნონ🤬 ტიპი მარტო შტერი კიარა ხრუსტალიცაა. გრიზმანზე კიდე გამართლდა დღეს რაც დავწერე, ისე რომ თამაშობდეს ბარსაში რასაც ნაკრებში შვება ნებისმიერს გადაკუზავდნენ.