"ბარსელონა" დეპაის დღეს ან ხვალ გაიფორმებს

"ბარსელონა" დეპაის დღეს ან ხვალ გაიფორმებს

როგორც ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, მემფის დეპაი უკვე "ბარსელონას" ფეხბურთელია. 

რომანოს ინფორმაციით, მოსაგვარებელი მხოლოდ ნიდერლანდელი მოთამაშის იურისტებთან ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებაა. თუ ეს პროცესი დაგეგმილზე დიდხანს არ გაგრძელდა, კლუბი ტრანსფერს დღეს ან ხვალ დაადასტურებს. 

"ბარსასთან" მოლაპარაკების პარალელურად დეპაი ევროპის ჩემპიონატზე თავის ეროვნულ ნაკრებს ეხმარება. ჰოლანდიას 2 ტურის შემდეგ 2 მოგება აქვს, ჯგუფური ეტაპის მომდევნო მატჩს კი ორშაბათს, 21 ივნისს გამართავს. წესით, მემფისი ამ დროს უკვე "ბლაუგრანას" მოთამაშე უნდა იყოს. 

27 წლის დეპაი 2017 წლიდან "ლიონში" თამაშობდა, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადავიდა. ფრანგულ კლუბში მის ანგარიშზე 178 მატჩი და 76 გოლია. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #14 20 ივნისი 2021 11:00
    0
    მორჩა, გუნდი გვყავს აწყობილი საათივით. ტრებლი ჩვენია!!!! barca-6
    გულშემატკივარი [?]
    #13 19 ივნისი 2021 18:50
    1
    დებელეს ყველა ეკაიფება მგონი 😂😂
    წევრი [?]
    #12 19 ივნისი 2021 18:30
    2
    უნგრელებს კლასი არ აქვთ თორემ ჩანს რომ არაა საფრანგეთი სუპერ ფავორიტი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 19 ივნისი 2021 18:26
    2
    გრიზმოოო <3
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #10 19 ივნისი 2021 18:04
    5
    გაუყარეს ბენზემა მპაპეს დუეტს ხახაში , უფრო მეტად ათამაშონ ერთმანეთში ბურთი და სხვას არ მისცენ. ჟირუ მართლი ყოფილა პასს მე არ მაძლევენო რო გაატრაკა , უეჭველი მპაპეს დაასხა ირიბად და მაგიტო აყაყანდა ის კუს და ბაყაყის ნაჯვარს რო გავს.
    Culé [?]
    #9 19 ივნისი 2021 18:04
    1
    საინტერესოა, გამოიყვანს თუ არა დეშამი გონებაჩლუნგს მოედანზე?! ეხლაა საინტეროსა ნაკრებში რისი მაქნისია
    უცნაური სქემით კი თამაშობს საფრანგეთი, ფაქტობრივად, ვინგერების გარეშე
    1 უკანა, ე.წ. მე-2 ფორვარდი, გრიზმანი და 2 ცენტრფორვარდი, მბაპე და ბენზემა
    დემბელე რომ გამოიყვანოს, მაგრად გარისკავს, თუნდაც იმიტომ, რომ ბოლო ტურში პორტუგალია ყავს (მაგარი ძაღლი გუნდი)
    თუ უნდა, რომ პორტუგალიასთან თამაშს ფინალის დატვირთვა მისცეს, ეგ უკვე სხვა ამბავია
    სავარაუდოდ, ჟიღუს გამოიყვანს ბენზემას მაგივრად
    Culé [?]
    #8 19 ივნისი 2021 17:53
    1
    ხოვამბობ ეს საფრანგეთი არაფრის მომგები არაა. დაცვაში რო ვარანი და კიმპემბე გედგება როგორ უნდა მოიგო რამე საერთოდ. ბენზემას კიდე ჯობია ისევ ჟირუ დააყენოს.
    Culé [?]
    #7 19 ივნისი 2021 17:48
    2
    ბენზემა მაგარ ფორმაშია 🤦🏻‍♂️
    ფანი [?]
    #6 19 ივნისი 2021 17:42
    4
    ციტატა: Lionel Messi - 10
    აუ რა ყ#ე არსებაა ეს ბენზემა... უეჭველი გამიმაზავს მაგათი მოგება.

    რაში ამდიდრებთ ნეტა ამ დამპალ ტოტალიზატორებს?
    Culé [?]
    #5 19 ივნისი 2021 17:40
    1
    აუ რა ყ#ე არსებაა ეს ბენზემა... უეჭველი გამიმაზავს მაგათი მოგება.
    ფანი [?]
    #4 19 ივნისი 2021 16:49
    1
    ვაიმე რა ვეღარ მოაბეს თავი კიდე დებური როა არა გუშინვე დაადასტურებდნენ
    Culé [?]
    #3 19 ივნისი 2021 16:43
    2
    რით ვერ დადგა ეს დღეს და ხვალე))))))კაი ბლეფი ვინმეა ეს რომანო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 19 ივნისი 2021 16:41
    3
    დროზე გააფორმეთ რო მერე გასაშვებ იგროკებს მიხედოთ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 19 ივნისი 2021 16:30
    3
    მალე მალეე და მერე მცველებზე და ნახევარმცველზე იჩალიჩონ