ბუსკეტსი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს

ბუსკეტსი ევროპის ჩემპიონატის კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს

სერჟიო ბუსკეტსმა ევრო 2020-ის პირველი თამაში უკვე გამოტოვა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იგი ესპანეთის ნაკრებს ვერც მომდევნო თამაშში დაეხმარება.

"ბარსელონას" საყრდენ ნახევარმცველს 10 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. EFE-ს ცნობით, ბუსკეტსმა გუშინ მორიგი PSC ტესტი გაიკეთა, რომლის შედეგიც მას ამ მომენტისთვის ესპანეთის ნაკრებში დაბრუნების უფლებას არ აძლევს. ეს იმას ნიშნავს, რომ 32 წლის ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატის ვერც მე-2 მატჩში პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშებს. შეხვედრა 19 ივნისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

იმავე წყაროს ინფორმაციით, ახლა გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ბუსკეტსი ეროვნულ გუნდს 23 ივნისისთვის დაუბრუნდეს, როდესაც "ფურია როხა" ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში სლოვაკეთს დაუპირისპირდება. ლუის ენრიკეს სურს, რომ პოტენციური ფლეი ოფის მატჩებისთვის სერჟიო მის განკარგულებაში იყოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 18 ივნისი 2021 14:42
    0
    მორჩენილა და ეგებ ათამაშონ.
    Culé [?]
    #4 17 ივნისი 2021 13:53
    1
    იტალია საფრანგეთი ან ბელგია მოიგებს. დანარჩენებს ძალიან გაუჭირდებათ ჩეკი აზრით. მეოთხე შეიძლება პორტუგალია იყოს მაგრამ ესპანეთს გერმანიას ჰოლანდიას და ინგლისს შანსი არაქვთ ჩემი აზრით
    Culé [?]
    #3 17 ივნისი 2021 13:26
    1
    სავარაუდოდ ფლეი-ოფისათვის დაბრუნდება, მაგრამ სრული მზადყოფნით და ოპტიმალორ ფორმაში რომ შეხვდეს, არა მგონია
    ფურია როხამ წელს რამე მოიგოს, ძალიან მეეჭვება barca-6
    ფანი [?]
    #2 17 ივნისი 2021 13:25
    1
    ეგ არაფერი.ალკანტარა ათამაშოს თავიდანვე რა მოუვა,გაიაც მოსინჯოს და მორატას მივუცენზურე მიზანი.აბა სადაა ის გუნდი გერმნაია,რომ გააფარჩაკა 6-0 ნეტა ფატის არ მიეღო ტრამვა,უხხ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივნისი 2021 13:20
    0
    წელს ესპანეთის მაქსიმუმი 1/4 ფინალია
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued