2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დეპაის სურვილია

2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დეპაის სურვილია

Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ლიონის" თავდამსხმელ მემფის დეპაისა და "ბარსელონას" შორის გაფორმდება მხოლოდ 2-წლიანი ხელშეკრულება მისი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობის გარეშე.

წყაროს ცნობით, 2-წლიანი კონტრაქტის გაფორმება დეპაის სურვილია. ნიდერლანდელ შემტევს უნდა, ხელი მოკლევადიან ხელშეკრულებას მოაწეროს, რათა თავის მომავალზე სრული კონტროლი ჰქონდეს და მომდევნო სეზონის შემდეგ კონტრაქტის ვადის განხილვა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რონალდ კუმანი მომავალი წლის ზაფხულში კლუბს დატოვებს. "ბარსა" ამაზე თანახმაა.

იმავე წყაროს ინფორმაციით, "ბარსელონა" 27 წლის ფეხბურთელის კლუბში გადმოსვლის სურვილით კმაყოფილია, რადგან მან "იუვენტუსის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "მილანის" მიმზიდველი შეთავაზებები უარით გაისტუმრა და ჯორჯინიო ვეინალდუმის მსგავსი შემთხვევა არ განმეორდა. "ბლაუგრანაში" მისი ხელფასი კლუბის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესაბამისი იქნება.

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, დეპაის "ბარსელონაში" გადმოსვლა თითქმის გადაწყვეტილია და მისი ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის ამბავია.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 17 ივნისი 2021 22:18
    0
    ანუ კუმანის ხათრით მოდის ბარსაში?! ლიონში ვისი ხათრით გადავიდა საინტერესოა.
    წევრი [?]
    #7 17 ივნისი 2021 15:23
    2
    კაცური კაცი!.. heart_eyes
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 17 ივნისი 2021 13:15
    0
    მშვენიერია ერთი წელი ითამაშებს და მერე კაი ფასადაც გავყიდით რო რამე
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    ფანი [?]
    #5 17 ივნისი 2021 12:55
    2
    ვაინალდუმს კიარ გავს <3
    ფანი [?]
    #4 17 ივნისი 2021 12:52
    1
    უეჭ გამოგვადგება ეს.იუნაიტედიდან გამოგდებული არა ის კიდე.22 წლის იყო მაშინ და ეხლა,რომ ყავთ ვან დე ბეეკი რას მიკეთებს.ძაან კარგი ფეხბურთელია წინაზე ამბობდა ვიღაც 4-2-3-1 შეიძლებაო მარა დე იონგი კიბატონო მარა პედრი მაგს სქემაშე არ ვიცი,არვიცი თან თავიდან ათამაშებდა მაგით და ვერც ვერფაერი ვქენით.
    Culé [?]
    #3 17 ივნისი 2021 12:46
    1
    თავმოყვარეობა აქვს დაა მიტომ იქცევა ასე, არა ზოგიერთივით +100 მილიონს დაუჯენს გუნდს, იკოტრიალებს, თავს არ მოუფრთხილდება, ტყუილად მილიონებს მოკეცავს და მერე უფასოდ მოხევს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ივნისი 2021 12:28
    1
    ჭკვიანი ყოფილა, ორი წელი ნახავს რა გამოვა ტიტულებთან დაკავშირებით და ისევ თავისუფალი იქნება სადაც უნდა წავა, დემბელესთვისაც რო ორწლიანი გაგვეფორმებინა უკვე მოცილებული გვექნებოდა ეგ ჭირი.
    Culé [?]
    #1 17 ივნისი 2021 11:27
    0
    ხო შეუძვრა ამ კუმანს ესეც კიდე რააა.