ლიონელ მესი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

ლიონელ მესი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა

"ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესი, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბში დარჩება.

RAC1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" და არგენტინელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან. კლუბში დარწმუნებულები არიან, რომ ოფიციალური განცხადება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ მესი ამჟამად არგენტინის ნაკრების განკარგულებაშია და კოპა ამერიკის ტიტულისთვის იბრძვის. 33 წლის მოთამაშის მიმდინარე კონტრაქტი 1 ივლისამდეა ძალაში.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #3 17 ივნისი 2021 16:16
    1
    smile ლიონელ მესი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა..

    satisfied satisfied satisfied 2 მეტრი დარჩა გასავლელი..
    ფანი [?]
    #2 17 ივნისი 2021 13:15
    0
    nika 54,
    არასდროს უთქვამს ლაპორტას კონკრეტული გვარები მითუმეტეს ჰალანდი. სულ იმას ამბობდა რომ რთულ სიტუაციაში ვართო... პრესაში რასაც წერენ ყველაფერი არ უნდა დაიჯერო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივნისი 2021 12:33
    0
    RAC1-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანა" და არგენტინელი ფეხბურთელი ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არიან.
    მშვენიერი წინადადებაა: "ახლოს არიან" ვეინალდუმიც ძალიან ახლოს იყო. დეპაიც ახლოსაა. ლაპორტა რო მოვიდა გვესმოდა რომ ჰოლანდი იყო ახლოს...