Sport: შესაძლოა, ვიქტორ ვალდესი ბარსა B-ში დაბრუნდეს

Sport: შესაძლოა, ვიქტორ ვალდესი ბარსა B-ში დაბრუნდეს

Sport-ის ცნობით, "ბარსას" ყოფილი ფეხბურთელი, ვიქტორ ვალდესი, შესაძლოა, მალე, "ბარსა B-ს" სამწვრთნელო შტაბში ვიხილოთ.

გამოცემა წერს, რომ ხვალ, სარეზერვო გუნდის მთავარ მწვრთნელად სერჟი ბარჟუანის დანიშვნა დადასტურდება. ვალდესი, შესაძლოა, ბარჟუანის თანაშემწე ან მეკარეთა მწვრთნელი გახდეს, თუმცა მისი დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ, "ბარსა B-ს" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გარსია პიმიენტა გაათავისუფლეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 17 ივნისი 2021 13:58
    0
    ეს არ ტვირთავს ფეხბურთელებს ფიზიკურად და მაგის გამო გააგდო ბართომეუმ ესე დასახელდა მიზეზი.
    --------------------
    ღადობარსა :)))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 17 ივნისი 2021 12:37
    1
    მეკარეებს ეს თავგანწირვას თუ ასწავლის კარგი იქნება.