ბარსელონამ, შესაძლოა, მატიას გინტერი შეიძინოს | Calciomercato
Calciomercato-ს ცნობით, კატალონიის "ბარსელონა" მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ცენტრალური მცველის, მატიას გინტერის კანდიდატურას განიხილავს.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერები" გერმანელი ფეხბურთელის შეძენას, გუნდიდან სამუელ უმტიტის წასვლის შემთხვევაში აპირებენ - ფრანგი უკანახაზელი რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის.
რაც შეეხება გინტერს, 27 წლის მოთამაშე "გლადბახში" 2017 წლიდან ასპარეზობს, კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტი კი მომავალ წელს ეწურება. ასევე, მას "ფრაიბურგისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" რიგებში უთამაშია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]