საფრანგეთი 1-0 გერმანია | მსოფლიოს ჩემპიონებმა გამარჯვებით დაიწყეს

საფრანგეთი 1-0 გერმანია | მსოფლიოს ჩემპიონებმა გამარჯვებით დაიწყეს

ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლო შეხვედრაში საფრანგეთმა გერმანიას მინიმალური ანგარიშით, 1-0 სძლია.

ერთადერთი გოლი მატს ჰუმელსის შეცდომის გამო გავიდა, გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ანტუან გრიზმანმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. გრიზმანი ძალიან კარგად გმაოიყურებოდა, ისევე როგორც მთლიანად საფრანგეთის ნაკრები.

ანტუანის გარდა თამაშში მონაწილეობა უსმან დემბელემაც მიიღო, თუმცა მისი ცვლილება უფრო დროის გაყვანის მიზნით მოხდა და უსმანს მოედანზე მხოლოდ 4 წუთის გატარება მოუწია. 

ფრანგებმა ამ გამარჯვებით ჯგუფიდან გასვლისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს. მათ გერმანელებს ევროპის ჩემპიონატის გახსნით შეხვედრაში ისტორიაში პირველი მარცხი აგემეს. 

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პოლ პოგბა დასახელდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 16 ივნისი 2021 19:48
    0
    იმედია პორტუგალიას ორივე მოუგებს რომ იმ შამპუნას დაჭყანული სახე აღარ ვნახო. პენალტს რო იტანს მოკლედ ის აღნიშნავს გეგონება ფინალში გაქონდეს გადამწყვეტი გოლი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 16 ივნისი 2021 12:39
    1
    რა პოლ პოგბა 😀😀😀 ვარანი ან გრიზმანი იყო უფაოდ
    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    ფანი [?]
    #1 16 ივნისი 2021 11:24
    1
    ციტატა: Griezzy7
    საღოლ ძმაო არ ველოდი საფრანგეთისგან ამდენს. მეთქი მანერვიულებენ თქო და ძაან წყნარად ვუყურე, ყველა მომენტი წაიკითხეს, პოზიციური შეცდომა არავინ დაუშვა. მბაპე ბენზემა გრიზი ეხმარებიან ნახევარდაცვას.

    დეშამს საღოლ ძმაო. კიმპემბე ესეთი საიმედო გუნდში არასდროს ყოფილა. ვარანს შეცდომა არ ქონია. პოგბა ხესავითაა იუნაიტედში მარა ნაკრებში მხეცია. ვაფშე იცვლებიან ფეხბურთელები ნაკრებში.

    იმიტომ ხდებიან მხეცები რომ ნაკრებია მანდ დაიბადეს მაგათი ნაკრების სიმბოლოები არიან და სხვა მოტივაციაა ყველაფერს დებენ ესაა განსხვავება კლუბსა და ნაკრებს შორის