როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა ჟოაუ კანსელუსა და ბერნარდუ სილვას შეძენის შემთხვევაში - 2 ვარიანტი

როგორი იქნება ბარსელონას შემადგენლობა ჟოაუ კანსელუსა და ბერნარდუ სილვას შეძენის შემთხვევაში - 2 ვარიანტი

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" და "მანჩესტერ სიტი" მეგაბარტერს ამზადებენ - კატალონიელები ჟოაუ კანსელუსა და ბერნარდუ სილვას შეძენით ინტერესდებიან, ინგლისელებს კი სერჟი რობერტოსა და უსმან დემბელეს კანდიდატურა ხიბლავთ.

ახლა კი, Tribuna.com გვთავაზობს ორ ვარიანტს, თუ როგორი იქნება "ბარსას" შემადგენლობა აღნიშნული გაცვლის განხორციელების შემთხვევაში.

ვარიანტი 1

ტერ შტეგენი; კანსელუ, გარსია, არაუხო, ალბა; ბერნარდუ სილვა, დე იონგი, პედრი; მესი, აგუერო, ანსუ ფატი.

პეპ გვარდიოლას ხელში ნახსენები პორტუგალიელები რამდენიმე პოზიციაზე თამაშობენ, "ბლაუგრანაში" გადმოსვლის შემთხვევაში კი, მოსალოდნელია, რომ ისინი ჩვეულ ამპლუას დაუბრუნდებიან: კანსელუ მარჯვენა მცველად, ხოლო ბერნარდუ - ცენტრალურ ნახევარმცველად.

ვარიანტი 2

ტერ შტეგენი; დესტი, გარსია, არაუხო, კანსელუ; პუჩი, დე იონგი, პედრი; ბერნარდუ სილვა, მესი, გრიზმანი.

რა თქმა უნდა, თუ ლეო მესიმ ცენტრში გადაინაცვლა, ბერნარდუს მარჯვენა შემტევად ხილვა გასაკვირი ნამდვილად არ იქნება.

რაც შეეხება ჟოაუს, მიუხედავად იმისა, რომ კანსელუ მემარჯვენეა, მას ორივე ფლანგზე კარგად თამაში შეუძლია. შესაბამისად, ჟორდი ალბას არყოფნაში, შესაძლოა, პორტუგალიელმა მარცხენა მცველის როლი მოირგოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    [?]
    #14 16 ივნისი 2021 01:52
    1
    ციტატა: Milkshake
    ბერნარდუ სილვა კოუტინიო ნ2 იქნება ბარსაში რატომღაც ეგრე მგონია. ნუ ვერც მოიყვანენ, მაგრამ ვთქვათ და მოხდა სასწაული და მოვიდა არა მგონია გაამართლოს.

    რატო პეპის სკოლა კარგად გაიარა, კოუ იყო მენტალურად ჩმორი და მწვრთნელშიც არ გაუმართლა, რაის ვალვერდე, მაგ ასაკის მესისაც დათრგუნავდა ტიპი. ბერნარდო სხარტი ჭკვიანი და მოძრავი ნახევარმცველია, სულ არაა მარჯვენა ვინგერი, ნებისმიერ პოზიციაზე დადგება, თუნდაც ნახ.დაცვაში. ტრანსფერი რო არ გამოვა და ეს იდიოტური პრესის აგორებული გაცვლა რო არ შედგება მეც ვიცი, უბრალოდ ვამბობ. თორე დემბელე რობერტოში ბერნარდო კანსელო რო გამოვწიოთ ლაპორტას საუკუნოს პრეზიდენტად ვაღიარებ. უბრალოდ სიტის პრეზიდენტი ბართომეუ რო იყოს დავიჯერებდი მაგას, ისე სრული იდიოტიზმი და სისულელეა.
    გულშემატკივარი [?]
    #13 15 ივნისი 2021 22:39
    0
    ტერ შტეგენი, პენია, ტენასი.

    პიკე, არაუხო, გარსია, სენესი, მინგესა.

    დესტი, ემერსონი, ალბა, გაია.

    ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მორიბა, ნიკო გონსალესი, აუარი, ვან დე ბეეკი.

    მესი, ფატი, დეპაი, აგუერო, ისაკი, კოლადო, ტრინკაო.


    დაიდოს ეს სასტავიი
    ფანი [?]
    #12 15 ივნისი 2021 22:09
    0
    აფსურდული ჭორია ეს თან სასაცილოც ჯერ გუდნმა უნდა გაყიდოს ფეხბურთელები რაც ურთულესი რამეა არავის არ უნდა ბარსას ფეხბურთელები ნორმალურ ფასში სილვა არ დებრუინი მოდიის 😂😂😂😂
    Culé [?]
    #11 15 ივნისი 2021 22:00
    1
    კანსელუ ალბათ მარცხენა მცველად მოყავთ თორე მაშინ ემერსონს რაღაზე დატოვებდნენ. ბერნარდო ცენტრში ძაან კარგი იქნება პედრის ეყოლება კონკურენტი. ყველაზე მეტად ამ ბარტერში ის მომწონს რომ ორ უვარგისს დიდი ხელფასით ვუშვებთ და ორი კარგი ფეხბურთელი მოგვყავს.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #10 15 ივნისი 2021 20:57
    0
    უჯიშო ნაროდი scream
    გულშემატკივარი [?]
    #9 15 ივნისი 2021 20:12
    0
    რა კანსელუ ხოარ ძმარავთ ამათ, ემერსონი და დესტი ტყუილად გვყავს? თუ ეგ ეხლა ალბას კრაინი მცველი მყავს და შეცვლის ციყვს? გააჯვას აქედანვე!
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 ივნისი 2021 19:45
    1
    და დეპაი სად არის? ამბობდით ფაქტიურად გაფორმებულიაო. ესენი კი ჯერ არავის გამოუშვია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 ივნისი 2021 19:17
    1
    ხმის მიცემის საშუალება, რომ მქონდეს მე უარს ვიტყოდი ორივეზე.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 ივნისი 2021 19:13
    5
    და ეს ვარიანტი არა?
    შტეგენი
    კანსელო არაუხო გარსია ალბა
    სილვა ბუსკეცი დე იონგი
    მესი აგუერო დეპაი
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    გულშემატკივარი [?]
    #5 15 ივნისი 2021 18:48
    2
    ზღაპარი რამ მგონია მაგრამ კანსელუს ხან ძირითადის ფეხბურთელია ხან სკამზე ზის
    ფანი [?]
    #4 15 ივნისი 2021 18:47
    1
    ცუდი ვარიანტებია.1 ვარიანტში კანსელუს მარცხენა ფლანგზე ვათამაშებდი და მაშინ მოჟნა.ოღონდ აგუეროს ნაცვლად დეპაი ან გრიზმანი.ფატი ჯერ ვერ ითამაშებს სრული დატვრითვით ამიტომ მაგის ნაცვლადაც დეპაი.კაროჩე ასე იქნებოდა.

    გრიზმანი-დეპაი-მესი
    პედრი-დე იონგი-სილვა
    კანსელუ-გარსია-არაუხო-დესტი

    დესტი ადგილზე ემერსონი,გრიზმანს და დეპაისაც შეიძლება გაუცვალო ადგილები.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #3 15 ივნისი 2021 18:30
    1
    გრიზი-დეპაი-მესი
    პედრი-ფრენკი-ბერნანდო
    ალბა-???-არაუხო-ემერსონი
    ტერ შტეგენი
    წევრი [?]
    #2 15 ივნისი 2021 18:28
    3
    მოიცა დეპაი არცერთ ვარიანტში რომ არ წერია რაშია საქმე? გაამართლებს ეს ბიჭი ბარსაში ასე მგონია მთავარია ტრამვა არ მიიღოს.
    Culé [?]
    #1 15 ივნისი 2021 18:17
    2
    არ მესმის იმ ხალხის ვინც ამათ იწუნებს, გუნდში რობერტო და დემბელე გვყავს, ლენგლე უმტიტი და ბრეითვეითი, რომელებსაც თავმოყვარე კლუბი განაცხადშიც არ შეიყვანდა, ჩვენ კიდე ძირითადში გვიყენია. ძაან კაი ფეხბურთელია ორივე და თუ უფასოდ მოვიყვანთ, თანაც ორ გვამს გავასაღებთ, მაგაზე უკეთესი რა უნდა მოხდეს? იმდენად კარგი ბარტერია რომ არ მჯერა სინამდვილეში მოხდეს, გვარდიოლა ისეთი დებილი არაა ორ უმაღლესი დონის ფეხბურთელში ორი შლანგი რომ გაცვალოს.