მესიმ რონალდუს გადაასწრო

მესიმ რონალდუს გადაასწრო

"ბარსელონას" არგენტინელმა ვარსკვლავმა ლიონელ მესიმ "იუვენტუსის" პორტუგალიელი ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ საჯარიმო დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით უკან ჩამოიტოვა.

გუშინ არგენტინასა და ჩილეს შორის გამართულ მატჩში მესიმ საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსას" კაპიტნისთვის კარიერაში ეს 57-ე ჯარიმა აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მას საჯარიმოდან უკვე რონალდუზე (56) მეტი გოლი დაუგროვდა.

MD-ს ცნობით, მესი ასევე გახდა მოქმედი ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმა აქვს.

ლეოს 57 ჯარიმიდან 50 "ბარსელონაზე" მოდის, 7 კი - არგენტინაზე. რაც შეეხება კრიშტიანუს, მან 56 ჯარიმიდან 13 "მანჩესტერ იუნაიტედში" გაიტანა, 32 - "რეალში", 10 - პორტუგალიის ნაკრებში, 1 კი - "იუვენტუსში".

ცნობისთვის, სულ რაღაც 4 წლის წინ რონალდუს ანგარიშზე 49 გატანილი ჯარიმა იყო, მესის აქტივში კი - 31. ლეოს მიღწევა კიდევ უფრო აშკარა რომ გახდეს, აქვე დავძენთ, რომ 2011 წლისთვის პორტუგალიელი 30 ჯარიმას მოითვლიდა, არგენტინელი კი - მხოლოდ 4-ს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #5 15 ივნისი 2021 19:25
    0
    სამი წლით პატარა😂😂
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივნისი 2021 18:15
    0
    ციტატა: La Pulga10
    აბა რააა!!!“იი ჩაჯმული ჯუჯა”,“იიი ჩმორის მენტალიტი”.როდემდე უნდა ათრიოს ნაკრები?2014 ში მესიმ,მასკერანომ და დი მარიამ ათრიეს მთელი არგენტინა ფინალამდე.ეხლა მარტო ეს დარჩა დანარჩენებმა არ იციან სად არიან და რას აკეთებენ.სოლო დადებს მგონი კოპას ეს ჩემისა.

    იცოცხლე კარგია, მაგრამ გაუჭირდება ამდენი ცხვრის თრევა მარტოკას. მართლა მეცხვარედ ხო არ იქცევა ამათი გულისთვის.
    ფანი [?]
    #3 15 ივნისი 2021 15:53
    2
    აბა რააა!!!“იი ჩაჯმული ჯუჯა”,“იიი ჩმორის მენტალიტი”.როდემდე უნდა ათრიოს ნაკრები?2014 ში მესიმ,მასკერანომ და დი მარიამ ათრიეს მთელი არგენტინა ფინალამდე.ეხლა მარტო ეს დარჩა დანარჩენებმა არ იციან სად არიან და რას აკეთებენ.სოლო დადებს მგონი კოპას ეს ჩემისა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ივნისი 2021 15:35
    3
    დავაი ლომო 21 ჯარიმაც და ჟუნინიოსაც უნდა გადაასწრო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 15 ივნისი 2021 14:32
    4
    პლიუს მესი ასაკით პატარაა რონალდუზე.
    მეფე 🥰😍
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"