იუვენტუსი დემბელეს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
ტურინის "იუვენტუსი" "ბარსელონას" თავდამსხმელის, უსმან დემბელეს გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს.
კატალონიის რადიოს ცნობით, "იუვენტუსმა" დემბელეს მიმზიდველი კონტრაქტი შესთავაზა - 5-წლიანი ხელშეკრულება და 12 მილიონი ევრო ხელფასი წელიწადში. თუმცა, ტურინელთა პირობა ასეთია: უსმანმა "ბარსასთან" კონტრაქტის ვადა უნდა ამოწუროს და "ბიანკონერის" მომავალი წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით, უფასოდ შეუერთდეს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგი შემტევის "ბარსელონურ" კარიერასთან დაკავშირებით დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია. დღეს კატალონიური კლუბის წარმომადგენლები 24 წლის ფეხბურთელის აგენტებს შეხვდებიან და მის მომავალს გადაწყვეტენ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]