ბრეითუეიტი ერიკსენის შესახებ: ეს საშინელება იყო

ბრეითუეიტი ერიკსენის შესახებ: ეს საშინელება იყო

"ბარსელონას" დანიელმა შემტევმა, მარტინ ბრეითუეიტმა, მედიასთან ფინეთთან მატჩში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, როდესაც თანაგუნდელ კრისტიან ერიკსენს მოედანზე გულის შეტევა დაეწყო.

ის სიტუაცია ჩემზე ახლაც მოქმედებს, მაგრამ მთავარია, რომ კრისტიანი უკეთაა და ამიტომ, მეც უკეთ ვარ. ადამიანისთვის, ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს საშინელი გამოცდილება იყო. მინდა, რომ ეს კადრები ჩემი გონებიდან ამოვშალო.

გონების დაკარგვის შემდეგ, ერიკსენს გული გაუჩერდა. ექიმები კი მას გულის მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს, დანიის ნაკრების ფეხბურთელები ერიკსენს ჩამოეფარნენ, რათა იგი კამერებისგან დაეცვათ.

არ ვიცი, ეს როგორ დავიწყეთ, ყველაფერი ბუნებრივად მოხდა. გვინდოდა, რომ კრისტიანს რამენაირად დავხმარებოდით.

ერიკსენის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, შეწყვეტილი მატჩი გაგრძელდა, რომელშიც გამარჯვება ფინელებს დარჩათ.

თამაში კარგად არ მახსოვს, მაშინ, ჩემი გონება სხვაგან იყო. ფეხბურთის სათამაშოდ საუკეთესო დრო ნამდვილად არ ყოფილა.

დღეს, ერიკსენმა, თავისი აგენტის მეშვეობით, საჯარო განცხადება გაავრცელა, რომლითაც გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 14 ივნისი 2021 18:28
    0
    რუსეთს უნდა მოუგონ და ბელგიასთან რამენაირად ფრეც ეყოფათ გასასვლელად. ფინეთთან არ უნდა წაეგოთ. აღარ უნდა ეთამაშათ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივნისი 2021 16:04
    1
    გონების დაკარგვის შემდეგ, ერიკსენს გული გაუჩერდა. ექიმები კი მას გულის მასაჟს უკეთებდნენ. ამ დროს, დანიის ნაკრების ფეხბურთელები ერიკსენს ჩამოეფარნენ, რათა იგი კამერებისგან დაეცვათ.
    სხვათა შორის უეფამ ჯერ კიდევ მოედანზე რეანიმირების დროს განცხადებაც გაავრცელა და ყველა ტელევიზიას ამ მომენტის(როცა გაითიშა) განმეორებითი ჩვენებისგან თავის შეკავება სთხოვა.