ჟორდი ალბა ბუსკეტსის დაბრუნებას მოუთმენლად ელის

ჟორდი ალბა ბუსკეტსის დაბრუნებას მოუთმენლად ელის

"ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი ჟორდი ალბა, რომელიც სერხიო ბუსკეტსის არყოფნაში "ფურია როხას" უკაპიტნებს, მისი თანაგუნდელის დაბრუნებას მოუთმენლად ელის.

ბუსკეტსს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც იგი ევროპის ჩემპიონატის პირველ თამაშს გამოტოვებს.

ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ კაპიტანი ბუსკეტსია. ველით, რომ ის რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, როგორც საფეხბურთო, ასევე ადამიანური თვალსაზრისით.

3 დღეში ერთხელ თამაშს ყველა ფეხბურთელი მიეჩვია. მზად ვართ. იგივე სიტუაციაა თითოეულ ნაკრებში. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და გუნდის დახმარება მინდა.

ყველა ტურნირზე ერთი მიზანი გვაქვს - ჩემპიონობა. კონკურენცია დიდია და გამარჯვება იოლი არაა. შესანიშნავი გუნდი გვყვავს. შევეცდებით, ევროპის ჩემპიონატზე კარგად ვითამაშოთ.

- განაცხადა ალბამ შვედეთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ხვალ ჩაერთევება. "ფურია როხა" პირველ თამაშს შვედეთან 23:00 საათზე გამართავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 14 ივნისი 2021 16:29
    0
    მაგარი არეული ჩემპიონატია, ვინ სად და რატომ თამაშობენ ვერ გავიგე, უკრაინას რო სახლში ეთამაშა არ წააგებდა.