"პარმა" ალეხანდრო ბალდეთი დაინტერესდა

"პარმა" ალეხანდრო ბალდეთი დაინტერესდა

იტალიური "პარმა" "ბარსელონას" სარეზერვო გუნდის მცველის, ალეხანდრო ბალდეს დამატებით დაინტერესდა. ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. 

ენცო მარესკა, "პარმას" მთავარი მწვრთნელი, 17 წლის ფეხბურთელის თამაშით აღფრთოვანებულია. 

როგორც მოსალოდნელია, ბალდე პრესეზონს "ბარსას" ძირითად გუნდთან ერთად გაივლის და რონალდ კუმანის გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მიეცემა. შემადგენლობაში კონკურენციის გათვალისწინებით, სეზონის განმავლობაში ალეხანდროს დიდი სათამაშო დროს მიღება გაუჭირდება, ამიტომ გამორიცხული არაა, კლუბი მის იჯარით გაშვებას განიხილავდეს. 

ამის მიუხედავად, ვერ ვიტყვით, რომ "ბარსელონას" ან ფეხბურთელს "პარმას" კანდიდატურა მოხიბლავს. კლუბმა სერია ა-ს წინა გათამაშება ბოლო ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონს მეორე დივიზიონში გაატარებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ივნისი 2021 21:16
    1
    პარმა არა იუვე სტაბია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 12 ივნისი 2021 18:11
    0
    გაია უნდა დავითრიოთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 12 ივნისი 2021 15:43
    0
    ხოდა ბარსა-დან რო პირდაპირ ვაგზავნით, არ შეიძლება ძირითადში ვათამაშოთ სეზონში რამდენიმე მატჩი და პარმას მაგივრად ვინმე ინტერი, იუვენტუსი დავაინტერესოთ? ხო მეტის გადამხდელები იქნებიან.
    Culé [?]
    #2 12 ივნისი 2021 13:05
    1
    იტალიას რა კაი ნაკრები ყავს. თურქეთის ნაკრები ხელწამოსაკრავი გუნდი არაა, მითუმეტეს ბოლო დროს, მარა დაშალეს მარტივ მამრავლებად. თუმცა მგონია რომ 35 წლის ბონუჩი-კიელინით სწრაფ და ძლიერ გუნდებთან ძაან გაუჭირდებათ თამაში. საფრანგეთი ან პორტუგალია თუ გააგდეს მერე მართლა მთავარი ფავორიტები იქნებიან.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 12 ივნისი 2021 12:59
    2
    აბა გააცვით აქედნ.პარმა არა კალიარი.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid