"ბარსელონამ" შესაძლოა ისრაელში ამხანაგური მატჩი გამართოს

"ბარსელონამ" შესაძლოა ისრაელში ამხანაგური მატჩი გამართოს

Diario AS-ის ინფორმაციით, "ბარსელონამ", შესაძლოა, ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში ისრაელში ამხანაგური მატჩი გამართოს. კატალონიელების მეტოქე ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებული "ვილიარეალი" იქნება. 

შეხვედრის ორგანიზატორები გეგმავენ, რომ თამაში მაყურებელთა სრული დასწრებით ჩატარდეს. ისრაელის მასპინძლად არჩევა იმითაა განპირობებული, რომ ქვეყანა ვაქცინაციის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ კამპანიას აწარმოებს, რამაც კორონავირუსის გავრცელელების მაჩვენებელი საგრძნობლად შეამცირა. 

მიმდინარე სეზონში "ბარსა" და "ვილიარეალი" ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ლა ლიგის პირველ წრეში "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა რონალდ კუმანის გუნდის გამარჯვებით, 4-0 დასრულდა, მეორე წრეში კი, სტუმრად, "ბარსელონამ" მეტოქე 2-1 დაამარცხა. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #2 12 ივნისი 2021 01:03
    0
    პრესეზონზე ვილიარეალს და სიტის ვეთამაშებით და კარგია ეს. დანარჩენი მატჩებიც დიდ გუნდებთან უნდა გავმართოთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ივნისი 2021 19:05
    0
    ივლისის ბოლოს ან აგვისტოს დასაწყისში მე მგონი სასტავი ასე თუ ისე მოწესრიგებული უნდა იყოს და კი გამოჩნდება რისთვის უნდა ვიბრძოლოთ.