ოფიციალურად: "ბარსელონამ" გარსია პიმიენტა გაათავისუფლა

ოფიციალურად: "ბარსელონამ" გარსია პიმიენტა გაათავისუფლა

ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც "ბარსელონამ" გარსია პიმიენტა სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, რამდენიმე წუთის წინ კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 

"ბარსა" 46 წლის სპეციალისტს პროფესიონალიზმის, მონდომების, თავდადებისა და ერთგულებისთვის მადლობას უხდის და იღბალსა და წარმატებას უსურვებს. 

ოფიციალურ განცხადებაში გადაწყვეტილების მიზეზზე ნათქვამი არაფერია. 

დიდი ალბათობით, მალე კლუბი პოსტზე სერჟი ბარჟუანის დანიშვნას დააანონსებს. 

პიმიენტა "ბარსელონას" სამწვრთნელო სისტემაში 2006 წლიდან მუშაობდა, "ბარსა ბ-ს" დამრიგებელი კი 2018 წლიდან იყო. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 12 ივნისი 2021 01:02
    1
    წარმატებები პიმიენტას. დარწმუნებული ვარ დიდხანს არ იქნება უმუშევარი
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    რედაქტორი [?]
    #4 11 ივნისი 2021 23:34
    3
    კუმანი რჩება და ეს კაცი მიდის.. აქ აღარაფერი გვესაქმება 11.06.21
    --------------------
    “No Matter Where Are You I Will Always Support And Love You ♥ ..”

    No Country for Old Men ❤️

    R e t i r e d
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ივნისი 2021 22:30
    1
    მთავარ გუნდში ვუპირებდით დანიშვნას და ბარსა ბ-დანაც გაუშვეს?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივნისი 2021 19:08
    1
    ალბათ ბარსა-ბ რო ვერ გადაიყვანა მაგიტომ გაუშვეს.
    ფანი [?]
    #1 11 ივნისი 2021 18:40
    2
    ცოტა ტეხავს როგორც გინდა მოიყვანე გააგდე ეგრე არაა თუ კონტრაქტი აქ არ უნა გაუუქმონ ესე მარტივად და თუ არ ენდობიან არ უნდა დაუდონ საერთოდ. "მეტი ვიდრე კლუბი"-ს საქციელს არ გავს