სასამართლომ ემერსონს 500 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

სასამართლომ ემერსონს 500 ათასი ევროს გადახდა დააკისრა

"ბარსელონას" ბრაზილიელ ახალწვეულს, ემერსონ როიალს, სასამართლომ მისი ყოფილი აგენტებისთვის 500 ათასი ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა, იტყობინება Cat Radio.

საქმე ისაა, რომ ემერსონმა აღნიშნულ აგენტებთან კონტრაქტი გაწყვიტა და თანამშრომლობა ანდრე კურისთან გააგრძელა, რომელიც "ბარსას" ყოფილი სკაუტია.

დავა სასამართლოში გაგრძელდა და იგი 22 წლის ფეხბურთელის ყოფილი აგენტების სასარგებლოდ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ემერსონი "ბარსამ" "ბეტისიდან", 9 მილიონი ევროს სანაცვლოდ, გამოისყიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 11 ივნისი 2021 19:29
    0
    ყოჩაღ, ეტყობა ძალიან მოაჯდა რაიოლას სტილში და ამან დროზე ჩამოაგდო მიწაზე.
    Culé [?]
    #2 11 ივნისი 2021 13:25
    2
    ციტატა: Albicelecte
    ეგრე უნდა მოიქცეს რაიოლას ხალხიც...

    რაიოლას რო გაუწყვიტონ სახლ-კარის გაყიდვა მოუწევთ გადასახდელად
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #1 11 ივნისი 2021 13:10
    0
    ეგრე უნდა მოიქცეს რაიოლას ხალხიც...