Marca | ბარსა ემერსონის გაყიდვას არ აპირებს

Marca | ბარსა ემერსონის გაყიდვას არ აპირებს

დღეს დილით ემერსონ როიალის აგენტები "ინტერის" წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამასთან დაკავშირებით პრესაში დაიწერა, რომ "ნერაძურის" ემერსონი ჰაკიმის შემცვლელად სჭირდება. თავის მხრივ, ახრაფ ჰაკიმი მილანური გრანდიდან წასვლის მთავარი კანდიდატია. სკუდეტოს ტრიუმფატორებს მძიმე ფინანასური მდგომარეობის გამო ლუკაკუს, ლაუტაროს ან ჰაკიმის გაყიდვა იძულებით მოუწევთ.

Marca იუწყება, რომ "ბარსელონა" ემერსონის გაყიდვას არ აპირებს და პირიქით, კლუბი მისი კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებაზე მუშაობს. 

რონალდ კუმანისათთვის ემერსონი სასურველი კადრი იყო და სწორედ ამიტომ გამოისყიდეს ის კატალონიელებმა "ბეტისიდან" 9 მილიონის სანაცვლოდ. 

MD-ის ინფორმაციით, ემერსონის აგენტებმა "ინტერის" წარმომადგენლებს უარი უთხრეს და შეხვედრაზე განსაკუთრებულ სატრანსფერო მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი "ბარსამ" ამ ზაფხულს მესამე ტრანსფერის სახით შეიძინა. ბევრი გამოცემის ვერსიით, ემერსონი დაცვის მარჯვენა ფლანგის მთავარ კანდიდატად მოიაზრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ივნისი 2021 19:50
    0
    ციტატა: El pistolero 9
    რობერტოა გასაყიდი. ისე მუსა ვაგეც ხო გვყავს ვალვერდემ არ მისცა შანსი, სეტიენის დროს განათხოვრებული იყო და ახლა სადაა საერთოდ?

    ვაგემ სეზონის დასაწყისში მიიღო ტრავმა. მახსოვს ლენგლემ რო გოლი გაიტანა ვაგეს მაისური გამოიტანა მოედანზე, ამით გამოუცხადეს მხარდაჭერა.
    ფანი [?]
    #3 11 ივნისი 2021 08:18
    0
    საბერძნეთში იყო განათხოვრებული . სერიოზული ტრამვა მიიღო მთელი სეზონი გაუცდა .El pistolero 9,
    Culé [?]
    #2 11 ივნისი 2021 01:20
    0
    რობერტოა გასაყიდი. ისე მუსა ვაგეც ხო გვყავს ვალვერდემ არ მისცა შანსი, სეტიენის დროს განათხოვრებული იყო და ახლა სადაა საერთოდ?
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 11 ივნისი 2021 00:31
    0
    რატო უნდა გაყოდოს ბარსას ჭირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued