უესლი სნეიდერი: ფრენკი დე იონგის თამაშით მოხიბლული ვარ

უესლი სნეიდერი: ფრენკი დე იონგის თამაშით მოხიბლული ვარ

ნიდერლანდელთა ლეგენდამ, უესლი სნეიდერმა ევრო 2020-ზე მისი ქვეყნის შანსები შეაფასა და ნაკრების მთავარი ლიდერი დაასახელა.

"ვინ იქნება, ჩემი აზრით, წარმატების მომტანი? ფრენკი დე იონგი. პოზიციებისა და ფუნქციების მიხედვით ჩვენს შორის სხვაობა არის, მაგრამ ჩემს მსაგვსად, ფრენკიც ნახევარდაცვისა და შემტევ ხაზებს აკავშირებს. მას აქვს გამბედაობა და უნარი უკეთ ათამაშოს გუნდი. მისით უბრალოდ მოხიბლული ვარ."

სნეიდერის სიტყვებს  Voetbalzone ციტირებს.

მიუხედავად იმისა, რომ სნეიდერი დე იონგზე 13 წლით უფროსია, მათ ერთად თამაშის გამოცდილება მაინც აქვთ. 2019 წელს ნარინჯისფერებმა ამხანაგურ შეხვედრაში პერუს უმასპინძლეს და სამხრეთ ამერიკელები ანგარიშით 2-1 დაამარცხეს. სწორედ ის მატჩი იყო სნეიდერისათვის ეროვნული ნაკრების რიგებში საბოლოო.

უესლისაგან განსხვავებით დე იონგი უფრო მეტად დაცვაზეა აქცენტირებული და გოლების ან ასისტების მხრივ შედეგიანობაშიც სწორედ ამიტომ მოიკოჭლებს. 

ნიდერლანდები ევრო 2020-ზე პირველ შეხვედრას 13 ივნისს, უკრაინის წინააღმდეგ გამართავს. ბენილუქსელები C ჯგუფში არიან განთესილნი, სწორედ ამ ჯგუფშია ჩრდილოეთ მაკედონიაც.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 11 ივნისი 2021 19:52
    0
    ამაზე რო ლაპარაკობდნენ, ოქროს ბურთი ეკუთვნოდაო და მესის შეტენესო გეხსომებათ.
    Culé [?]
    #1 11 ივნისი 2021 01:19
    0
    ჰოლანდიასაც წვალება მოუწევს გასასვლელად. შევჩენკოს ნაკრები კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, ავსტრიაც არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და მაკედონიაც დაცვაში მჭიდროდ დადგება ყველასთან.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.