კოპა ამერიკისთვის ურუგვაელთა განაცხადი ცნობილია

ცოტა ხნის წინ ურუგვაელებმა კოპა ამერიკისთვის საბოლოო შემადგენლობა დაასახელეს.
ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის რჩეულ 26-კაციან განაცხადში "ბარსელონას" ცენტრალური მცველი, რონალდ არაუხოც მოხვდა. არაუხოს გარდა კოპა ამერიკის ყველაზე ტიტულიან ნაკრებში ლუის სუარესს, ედინსონ კავანის, ფედერიკო ვალვერდესა და დიეგო გოდინს ვხედავთ.
ტაბარესი თავის გუნდს ძირითადად 3-მცველიანი ტაქტიკით ათამაშებს. ასეთი ფორმაციისას კი მთავარი მწვრთნელი ხიმენესს, გოდინსა და კასერესს ენდობა. რონალდს ჯერჯერობით ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მხოლოდ 1 მატჩი აქვს ჩატარებული, იმ შეხვედრაში კი ურუგვაელები ეკვადორთან 2-4 დამარცხდნენ.
კოპა ამერიკის წინ ურუგვაელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი შეხვედრა გამართეს და ორივე მატჩში ძალიან მძიმედ გამოიყურებოდნენ. ვენესუელასთან და პარაგვაისთან მატჩები უგოლოდ დასრულდა.
"ლა სელესტეს" სრული განაცხადი შემდეგნაირია:
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]