ანტუან გრიზმანს მცირე ტრავმა აქვს

ანტუან გრიზმანს მცირე ტრავმა აქვს

ბულგარეთთან 3-0 მოგებულ შეხვედრაში ანტუან გრიზმანმა თავი არაჩვეულებრივი გოლით გამოიჩინა. მან ბალკანელების კარი მაკრატელა დარტყმით დალაშქრა.

მიუხედავად შთამბეჭდავი პერფორმანსისა, ანტუანისთვის შეხვედრა იდეალურად მაინც არ წარიმართა. ფრანგული გამოცემის, TF1-ის ინფორმაციით, მან წვივის უკანა კუნთის დაზიანება მიიღო, რის გამოც ჯერ იმ ამხანაგური შეხვედრის ბოლომდე დასრულება ვერ შეძლო, დღეს კი გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა.

ბულგარეთთან ანტუანი 65-ე წუთზე უსმან დემბელემ შეცვალა. დღეს ფრანგმა ინდივიდუალური მომზადება გაიარა. მიუხედავად ამ მცირე დისკომფორტისა, გრიზმანის დაზიანება განსაკუთრებული არაა და წესით ის პირველივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ.

ევრო 2020-ზე "მამლები" გამოსვლას 15 ივნისს იწყებენ, ისინი ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში გერმანიას დაუპირისპირდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ივნისი 2021 19:57
    0
    იქნებ გაურთულონ ეხლა, ძლივს კარში დარტყმა ისწავლა.
    Culé [?]
    #3 11 ივნისი 2021 01:15
    3
    უუუჰ რა თამაშები წავა f ჯგუფშიიი. გერმანია საფრანგეთი კლასიკა, საფრანგეთი პორტუგალია შურისძიება და გერმანია პორტუგალიაც ძაან მაგარი თამაში იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 10 ივნისი 2021 21:55
    5
    პორტუგალიელებთან აქვთ რევანში ასაღები არა?!?!?!?
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 ივნისი 2021 21:32
    6
    ეგ არაფერი ძმა,ბაყაყიჭამიებიდან მხოლოდ შენ გგულშემატკივრობ და კანტეს.ისე ესპანეთისკენ ვარ.