როგორ მიმდინარეობს ანსუ ფატის რეაბილიტაციის პროცესი მადრიდში

როგორ მიმდინარეობს ანსუ ფატის რეაბილიტაციის პროცესი მადრიდში

ამჟამად, კატალონიის "ბარსელონას" ტალანტი, ანსუ ფატი მადრიდში იმყოფება და პრესეზონისათვის დასაბრუნებლად მკურნალობას განაგრძობს.

Diario Sport-ის ინფორმაციით, 18 წლის ტალანტი, შვებულების მიუხედავად, გამოჯანმრთელებაზეა ფოკუსირებული - იგი ყოველდღიურად ადრე იღვიძებს, რეაბილიტაციისთვის საჭირო ვარჯიშებით კავდება და თავის დიეტას მიჰყვება, შემდეგ კი ისვენებს.

წყაროს ცნობით, წარმოშობით გვინეა-ბისაუელს სირბილი ჯერ არ დაუწყია, ვინაიდან, მუხლის მიდამოში მესამე ოპერაციის ჩატარების შემდეგ, გადაწყდა, რომ ფეხბურთელს დიდი დატვირთვა არ მიეღო და გამოჯანმრთელებისთვის საჭირო დრო დაეთმო.

ანსუმანემ, 2020/21 წლების სეზონში, "ბარსას" მაისურით მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა, თავი კი 5 გოლითა და 4 ასისტით გამოიჩინა. მან დაზიანება გასული წლის ნოემბერში მიიღო, რის გამოც მთელი დარჩენილი სეზონი გამოტოვა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 ივნისი 2021 19:58
    0
    წარმოშობით გვინეა-ბისაუელს სირბილი ჯერ არ დაუწყია.
    ყოჩაღ ციცი.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ივნისი 2021 01:20
    0
    აქაც წარმოშობა
    Culé [?]
    #3 11 ივნისი 2021 01:13
    0
    იმედია მალე დაბრუნდება და უწინდელ ფორმასაც აღიდგენს
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #2 10 ივნისი 2021 21:34
    1
    იმედია ძველ ფორმას დაიბრუნებს <3
    ფანი [?]
    #1 10 ივნისი 2021 21:34
    1
    იმედია პრესეზონზე დაბრუნდება ერთი 10-15 წუთი მაინც ითამაშოს ნელ-ნელა,რომ მიეჩვიოს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid