ემერსონი მილანის ინტერსაც მოუნდა

ემერსონი მილანის ინტერსაც მოუნდა

იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, მილანის "ინტერის" წარმომადგენლები "ბარსელონას" მარჯვენა მცველის, ემერსონის აგენტებს შეხვდნენ.

წყაროს თანახმად, "ნერაძური" "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბრაზილიელ ფეხბურთელს აშრაფ ჰაკიმის შეცვლის მთავარ კანდიდატად განიხილავს, რომელიც, შესაძლოა, პსჟ-ში გადავიდეს.

თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ცნობით, საინტერესოა, რომ თავად "პარი სენ-ჟერმენი", მაროკოელის დაკარგვის შემთხვევაში, ემერსონის შეძენას შეეცდება.

აგრეთვე, როგორც ალეხანდრო სეგურა იტყობინება, როიალის აგენტები იტალიური გუნდის წინადადებას მოუსმენენ, თუმცა მათი უმთავრესი მიზანი 22 წლის მოთამაშის "ბარსაში" დარჩენა და კონტრაქტის 2026 წლამდე გახანგრძლივებაა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 11 ივნისი 2021 20:09
    0
    'ემერსონი მილანის ინტერსაც მოუნდა"
    ეეჰ ჩვენც გვინდა მბაპე, ჰოლანდ, დე ლიხტ და ასე შემდეგ, მაგრამ სადაა.
    Culé [?]
    #4 11 ივნისი 2021 01:08
    0
    ინტერი იშლება და პელეგრინიზე ჩალიჩს იქნებ ბარელა დავითრიოთ
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    ფანი [?]
    #3 10 ივნისი 2021 22:11
    0
    ბიჭო ჯერ ეს პსჟ და ახლა ესენი, მილანს მაინც რაღა უნდა ამათ რა დავუშავეთ იბრაჰიმოვიჩი ვუგინეთ თუ დონარუმა დავტროლეთ გიყიდითო 😂😂
    --------------------
    ბართუშ მოკვდი!
    ფანი [?]
    #2 10 ივნისი 2021 20:20
    0
    სად აქვს ინტერს მაგის თავი.რობერტო წავა და ემერსონი დარჩება კაცო,რათ უნდა ბევრი მკითხაობა,არავინ გაუშვებს.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #1 10 ივნისი 2021 20:11
    1
    მაგ გაჭირვებულებს გუნდი ეშლებათ, მწვრთნელი გაექცათ და კიდევ სხვის ფეხბურთელს ეპოტინებიან?! barca-6