ლიონელ მესის შესანიშნავი სტატისტიკა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

ლიონელ მესის შესანიშნავი სტატისტიკა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლეო მესიმ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სამხრეთ ამერიკელ თავდამსხმელებს შორის, ბურთი ყველაზე მეტჯერ, 33-ჯერ დაიბრუნა.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციის თანახმად, თავის მხრივ, სხვა ასპექტში ნაჩვენებმა კარგმა შედეგმა ლიონელს ხელი შეტევაში შეუშალა - მან შესარჩევ რაუნდში, ჯერჯერობით, მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა, თანაც, ორივე პენალტის ნიშნულიდან.

ამჟამად მესის "ალბისელესტე" კოპა ამერიკისათვის ემზადება, რომელიც 13 ივნისს უნდა დაიწყოს. ლიონელ სკალონის შეგირდები პირველ შეხვედრას 15 ივნისს, ჩილეს წინააღმდეგ გამართავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 ივნისი 2021 20:13
    1
    კოპა ოცნებად დარჩება ეტყობა ამ გუნდს. ამათ მესი კი არა მამაზეციერიც ვერ უშველის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 10 ივნისი 2021 20:27
    1
    ჩილე ამათთვის აქილევსის ქუსლი გახდა.
    Culé [?]
    #2 10 ივნისი 2021 19:51
    2
    ნუ მთავარი ისაა, რომ კოპა დაიდოს და მერე ვნახოთ მუნდიალიც.... barca-5
    Culé [?]
    #1 10 ივნისი 2021 19:50
    0
    ბრავომ და ოსპინამ თავტ@აკი მოიცენზურეს თორე ორივეგან თითო გოლს იმსახურებდა.
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.