იუვენტუსს პიანიჩის ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს

იუვენტუსს პიანიჩის ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვა სურს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსს" "ბარსელონას" ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის დაბრუნება უნდა, რის გამოც მზადაა, გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი დათმოს.

Mundo Deportivo იტყობინება, რომ პიანიჩის დამატება "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სურვილია. "ბიანკონერი" მზადაა, გარიგებაში ადრიან რაბიო ან როდრიგო ბენტანკური ჩართოს.

იმავე წყაროს ცნობით, თუ "იუვე" "ბარსასთან" მოთამაშეების გაცვლის თაობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ტურინელები ბოსნიელი შუახაზელის იჯარით აყვანას განიხილავენ.

RAC1-ის მიერ ახლახან გავრცელებული ინფორმაციით, 31 წლის ნახევარმცველმა "იუვენტუსს" შეატყობინა, რომ დაბრუნება სურს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 11 ივნისი 2021 00:22
    0
    არტური ან დე ლიხტი უფრო არტური
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 10 ივნისი 2021 13:49
    0
    რაბიო კარგი ვარიანტია
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 10 ივნისი 2021 13:35
    1
    რაბიოში გაცვალონ, ოღონდ კიდევ არ გამოხტეს ამის დედა და არ მოითხოვოს საკომისიო როგორც პსჟ-დან გადმოსვლის დროს მოხდა.
    [?]
    #4 10 ივნისი 2021 13:30
    0
    რაბიოს პიანიჩზე მაღალი ხელფასი აქ. ბენტაკური კარგი ბიჭია თუ დამატება არ მოგვიწევს ფულის
    ფანი [?]
    #3 10 ივნისი 2021 12:56
    0
    ბენტანკური დადეთ
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 10 ივნისი 2021 12:45
    3
    დე ლიხტი ჯიგრებოოო.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #1 10 ივნისი 2021 12:16
    2
    რაბიოოო მაგარიაა