"ბარსელონამ", შესაძლოა, ლორენცო პელეგრინი გაიფორმოს

"ბარსელონამ", შესაძლოა, ლორენცო პელეგრინი გაიფორმოს

ბოლო დროს გავრცელებული ცნობებით, ჯორჯინიო ვეინალდუმი "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლასთან ახლოსაა და "ბარსელონამ" ალტერნატიული ვარიანტების ძიება დაიწყო.

როგორც AS იტყობინება, კატალონიურმა კლუბმა, შესაძლოა, "რომას" ნახევარმცველი, ლორენცო პელეგრინი გაიფორმოს. 24 წლის იტალიელის კონტრაქტი მომავალ წლამდე მოქმედებს, რაც "ბარსელონას" საშუალებას აძლევს, ის დაბალი თანხის სანაცვლოდ გადაიბიროს. ასევე განიხილება ტრანსფერში მოთამაშის ჩართვა.

სერია A-ს გასულ სეზონში, პელეგრინიმ "რომას" მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Culé [?]
    #12 9 ივნისი 2021 21:13
    0
    me da barca,
    კი, მეც მომწონს, იქნება გააკოტრონ ლაპორტამ და რაიოლამ ხალიფები
    laughing laughing laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 9 ივნისი 2021 15:07
    1
    ციტატა: BEQA BARCA
    ვეინალდუმმა ფული არჩია და მაშინ ესეც არაა ცუდი ვარიანტი. დრობლინგიც აქვს და დარტყმაც..

    რა ვიცი კოუტინიოს დრიბლინგიც ქონდა და დარტყმაც, მაგრამ ბარსას რო ინაღდებენ მერე თითქოს თამაში ავიწყდებათ თუ რა უბედურებაა. როგორც იტყვიან გამოდგომაზეა-ო რა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 ივნისი 2021 00:25
    0
    ციტატა: Don_Andresito
    კიი მოუ უეჭ გამოუშვებს. ჟოზე არი პსჟ ეს ხელმძღვანელობასავით, ოღონთ ბარსაში არ გაუშვას და მოკვდება

    კიი 100% ეგრეა მაგას (მოურინიო) სულიერი ტრავმა აქვს ! ყველგან იყო მთავარ მწვრთნელად ბარსელონას გარდა laughing laughing laughing და ბარსელონაში რომ არასდროს მოუშვებენ ეგ კარგად იცის laughing laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 8 ივნისი 2021 23:41
    1
    ციტატა: MARI=BARCA-fan
    ბლეფი კატალონიურად - რა მოხდა დონარუმასთან დაკავშირებით
    =================================================================================
    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
    ეს ამბავი მნიშვნელოვანია "ბარსელონას" ქომაგთათვისაც, რადგან იტალიელ გოლკიპერს "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.
    მიუხედავად ამისა, თუ Sport-ის ჟურნალისტს, ივან რობლესს დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჯიჯით რეალურად დაინტერესებულნი არც არასდროს ყოფილან.
    წყაროს თანახმად, "ბარსას" შეფები უბრალოდ დაეხმარნენ დონარუმას აგენტს, მინო რაიოლას, რათა მას "პსჟ-სთვის" მეტი თანხა დაეცინცლა.
    კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი მათ გავლენიანი აგენტის კლიენტებთან ურთიერთობაში დაეხმარებათ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ რაიოლა "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის აგენტიცაა.
    ============ ამაზე რას იტყვით?!!! smile smile smile

    ბარსას ვისაც უკავშირებენ იმაში ხალიფა ორმაგს იხდის. იმდენი უქნია ხუთმაგი გადაუხდია. იქნება ის გასიებული რაიოლოც რამეში გამოგვადგეს. ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში, თუ ეს სიმართლეა. რეალიც სულ ამას არ გვიკეთებდა, როცა ფასს გვიწელევდა, ვითომ დაინტერესებული იყო.
    Culé [?]
    #8 8 ივნისი 2021 20:56
    1
    ბლეფი კატალონიურად - რა მოხდა დონარუმასთან დაკავშირებით
    =================================================================================
    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დღეს დაადასტურა, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "პარი სენ ჟერმენში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.
    ეს ამბავი მნიშვნელოვანია "ბარსელონას" ქომაგთათვისაც, რადგან იტალიელ გოლკიპერს "ბლაუგრანას" აქტიურად უკავშირებდნენ.
    მიუხედავად ამისა, თუ Sport-ის ჟურნალისტს, ივან რობლესს დავუჯერებთ, "ლურჯ-ბროწეულისფერები" ჯიჯით რეალურად დაინტერესებულნი არც არასდროს ყოფილან.
    წყაროს თანახმად, "ბარსას" შეფები უბრალოდ დაეხმარნენ დონარუმას აგენტს, მინო რაიოლას, რათა მას "პსჟ-სთვის" მეტი თანხა დაეცინცლა.
    კატალონიურ გრანდში იმედოვნებენ, რომ ეს ფაქტი მათ გავლენიანი აგენტის კლიენტებთან ურთიერთობაში დაეხმარებათ. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ რაიოლა "ბლაუგრანას" მთავარი სამიზნის, ერლინგ ჰოლანდის აგენტიცაა.
    ============ ამაზე რას იტყვით?!!! smile smile smile
    [?]
    #7 8 ივნისი 2021 20:49
    1
    კიი მოუ უეჭ გამოუშვებს. ჟოზე არი პსჟ ეს ხელმძღვანელობასავით, ოღონთ ბარსაში არ გაუშვას და მოკვდება
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 8 ივნისი 2021 18:27
    2
    ციტატა: La Pulga10
    Bakero,
    პელეგრინი არა ბეკენბაუერი.ახალგაზრდა მწვრთნელი გვინდა ენერგიული.

    ვხუმრობ კაცო laughing მე მწვრთნელად ნაგელსმანი მინდოდა და დაცვის ცენტრში უპამეკანო მაგრამ ბავარიაში წავიდა ორივე სამწუხაროდ confused
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 8 ივნისი 2021 18:20
    1
    Bakero,
    პელეგრინი არა ბეკენბაუერი.ახალგაზრდა მწვრთნელი გვინდა ენერგიული.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    გულშემატკივარი [?]
    #4 8 ივნისი 2021 18:19
    3
    რომა არ გამოუშვებს .. არც მოურინიო.. ისე მართლაც ცუდი ფეხბურთელი არ არის ..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 8 ივნისი 2021 18:16
    2
    ლაპორტა ! ლორენცოს მაგივრად მანუელ პელეგრინი მიოყვანე laughing laughing laughing laughing დაბალ ცეცხლზე მოხარშულ კალმახს კი ჰგავს (არსენ ვენგერივით) მაგრამ ხისთავას მაინც აჯობებს laughing laughing laughing
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 8 ივნისი 2021 18:12
    4
    ეს კაი ბიჭია მარა ამას ჯობია აუარი მოიყვანონ შემტევი ნახევარ მცველი გვჭირდება
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 8 ივნისი 2021 18:00
    3
    ვეინალდუმმა ფული არჩია და მაშინ ესეც არაა ცუდი ვარიანტი. დრობლინგიც აქვს და დარტყმაც..
    --------------------
    🗣Johan Cruyff:🗣
    "ფეხბურთის თამაში მარტივია, თუმცა მარტივი ფეხბურთის თამაში - რთული"
    " ხარისხი შედეგის გარეშე უსარგებლოა. შედეგი ხარისხის გარეშე მოსაწყენი. "