ერთი დღე "ბარსას" ისტორიაში - 7 ივნისი

წარმოგიდგენთ რუბრიკას "ერთი დღე "ბარსელონას" ისტორიაში". ამჯერად შემოგთავაზებთ "ბარსელონასთან "დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 7 ივნისს მოხდა.
თამაშები
7 ივნისს "ბარსელონას" 7-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 6 მატჩი მოიგეს და 1 წააგეს.
1953 წელი
ესპანეთის თასის 1/2 ფინალის პირველ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "ატლეტიკო" 8-1 გაანადგურა. გოლები ბასორამ (3), მორენომ (2), კუბალამ (2) და სესარმა გაიტანეს.
1959 წელი
მადრიდში "რეალ მადრიდთან" გამართული თამაშის პირველი ტაიმის შემდეგ "ბარსელონა" 0-2 მარცხდებოდა, მაგრამ მე-2 ტაიმში კოჩიშისა და ლუის სუარესის დუბლებით კატალონიელებმა 4-2 მოიგეს.
1961 წელი
"ბარსელონას" ორ ყოფილ დირექტორს, ხაუმე ფუსეტსა და ენრიკ ლაუდეტს შორის გამართული დაძაბული საპრეზიდენტო კამპანია ლაუდეტის გამარჯვებით დასრულდა. მან კლუბი მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩაიბარა - "ბლაუგრანას" ვალი 289 მილიონი პესეტა იყო. ლაუდეტმა მტკივნეული გადაწყვეტილებების მიღება დაიწყო - "ბარსელონადან" გაუშვა კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლადისლაო კუბალა, რომელსაც ანტონი რამალიეტსი და ლუის სუარესი მიჰყვნენ. ამ უკანასკნელში "ბარსამ" 25 მილიონი პესეტა მიიღო, რაც იმ დროისთვის ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იყო.
1968 წელი
დაიბადა "ბარსელონას" ყოფილი არგენტინელი თავდამსხმელი ხუან ანტონიო პიცი. 1996-1998 წლებში მან "ბლაუგრანას" მაისურით 73 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. კატალონიურ კლუბში 2 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო.
1992 წელი
ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "ბარსელონამ" "ბილბაო" 2-0 დაამარცხა. პარალელურ მატჩში "რეალ მადრიდი" "ტენერიფესთან" 2-0 იგებდა, მაგრამ მადრიდელები 2-3 დამარცხდნენ. შედეგად "ბარსამ" "რეალ მადრიდს" 1 ქულით გაასწრო და კატალონიელები. ქვეყნის საუკეთესო გუნდის სტატუსს მეთორმეტედ დაეუფლნენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]